ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი – 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი…

მეტი...

“თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ ცხოვრებაში პირველად” – ლუკაშენკო მხარდამჭერებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მომხრეებს მჯუხლებზე დაუჩოქებს,- აღნიშნული ფრაზით მან მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა. „დიდი მადლობა თქვენ. მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში. თქვენ ეს დაიმსახურეთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მომხრეების სოლიდარობით ნათქვამია “ვინაა ხალხის პატრონი”. „ძვირფასო მეგობრებო, ამ 50 ათასი ადამიანის ქმედების ფასეულობა იმაშია, რაც მე აღმაფრთოვანებს: ამით უჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი“, – განუცხადა შეკრებილებს ლუკაშენკომ მიტინგის დასასრულს.

მეტი...

განზრახ მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაგზლის მოედანზე გუშინ ღამით მოკლული მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

“ქართული ჯარი, საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი ვერც სტრასბურგში და ვერც ჰააგაში დავებს ვერ წააგებს” – თეა წულუკიანი

ვერც ქართული ჯარი, ვერც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი, ვერც სტრასბურგში და ვერც ჰააგაში დავებს ვერ წააგებს, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „მტკიცებულებებს ვიცნობ რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდად. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია, იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლია, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ.სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს. სააკაშვილი და მისი სიის პირველი ნომერი, ბაქრაძე ამბობს, თურმე ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე კომპრომისების გზით უვლიათ. გოკა გაბაშვილმა,…

მეტი...

“დავით ბაქრაძემ ღიად თქვა, რომ წინა ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე ოკუპანტთან აკეთებდა კომპრომისებს” – თეა წულუკიანი

რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა კომპრომისებს ოკუპანტთან, რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ტრაგიკული მახე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ოკუპაცია მოჰყვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, ოკუპაცია არის ომის შედეგი და დღეს, თითქოს ოკუპაციას ებრძვიან, ეს არის ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან.…

მეტი...

„ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით  მისი შვილის გარდაცვალება სამსახურს არ უკავშირდება. „ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში“ – ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კომპიუტერზე იყო „ფლეშკა“, რომელიც დაკარგულია. „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მის სამსახურთან კავშირში. სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში. თამარს კომპიუტერი უკვე ორშაბათს უნდა დაებრუნებინა სამსახურში. ამიტომ…

მეტი...

თბილისში მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით დანაშაული ჯგუფურად ჩადენილია. „გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა აჭარაში

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ინფიცირებულთაგან ორი ქობულეთში მდებარე კაფე „ჰავანას“ თანამშრომელია, ორი კი, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი. „კაფე „ჰავანა“ მუშაობს, თანამმშრომლების უმრავლესობა გადაყვანილია საკარატინო სივრცეში, მათ ახალი თანამშრომლები ჰყავთ აყვანილი“ – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა. „აჭარაში გამოვლინდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ორი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ხოლო ორი უკავშირდება ქობულეთის უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს. ახლო კონტაქტებად განისაზღვრა 54 პირი, ესენი არიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და თანამშრომლები. საერთო რეკომენდაციაა, რამე ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეები დაუკავშირდნენ „112“-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს. კაფე „ჰავანა“…

მეტი...

ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა კონტაქტს, ორი იმპორტირებულია, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი იმპორტირებული, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ.„ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ს შეადგენს. აქედან ორი ლენჯერის კლასტერია, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი იმპორტირებული, ორ ინფიცირებულზე კი, ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, – აცხადებენ ინფექციურში.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1088 შეადგენს.

მეტი...

„თვითმკვლელობის ვერსიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს – შეცვალონ მკვლელობით“ – მიხეილ რამიშვილი

„შეიცვალოს თვითმკვლელობა მკვლელობით,“ – ამ მოთხოვნით თამარ ბაჩიალაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურას მიმართავს. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით არის საკითხები, რომლის გაჟღერებაც ამ ეტაპზე არ შეიძლება. მისი განცხადებითვე თვითმკვლელობის ვერსია აბსურდულია: „მისი საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეულმა ჯგუფმა ისარგებლა, რომ განევითარებინა თვითმკვლელობის ვერსია, მე მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ თავს ვიკავებ იმ ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ თვითმკვლელობა აბსურდული ვერსიაა, ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას შეცვალოს იმ ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჰქვია თვითმკვლელობა, ამას აზრი აღარ აქვს და და გადაკვალიფიცირდეს მვკლელობით. მთელი ძალები კეთილი ინებონ, გამოიყენენ და წავიდნენ მკვლელობის ვერსიიკსკენ.“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მეტი...

„ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა. „ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 182 შემთხვევა ფიქსირდება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გრძელდება მოსახლეობის ბიოლოგიური მასალების კვლევები, რათა დროულად მოხდეს ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 182 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ავარია ფონიჭალაში – დაღუპულია 4 ადამიანი, 2 არასრულწლოვანია

ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ვებ გვერდზე არ განახლებულა და შესაბამისად, გამოჯანმრთლებულთა რიცხვი კვლავ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 249.

მეტი...

სანდრო ბრეგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. ამასთან, პოლიციამ მისი ავტომობილი და საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკა. სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ პოლიციას მის მიმართ მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სანდრო ბრეგაძე აღნიშნულ მუქარას დავით გარეჯის თემაზე მის აქტივობას უკავშირებს. „დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება ღამის საათებში მიკავშირდებოდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ჩემი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს და იმუქრებოდა ჩემი განადგურებით. ამავე დროს, მომდიოდა ინფორმაცია სხვა მხრიდან, რომ მოითხოვდნენ, დავით გარეჯის საკითხზე ხმა არ ამომეღო. როდესაც ამ პიროვნებებმა შესაბამის მიზანს ვერ მიაღწიეს – ელოდებოდნენ, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას მივაყენებდი, დაწერეს პოლიციაში,…

მეტი...

02:31 საათზე მიწისძვრა მოხდა

წუხელ, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან დაფიქსირდა. როგორც „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  მიწისძვრა თბილისის დროით 02:31 დაფიქსირდა და  მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრას ნგრევა ან სხვა სახის ზარალი არ გამოუწვევია.

მეტი...