ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ არსებული სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერება.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელე ჩიქოვანმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადა.

მოქალაქეებს ჩამოეწერება დავალიანება 2009 წლიდან, რომლის ხანდაზმულობის ვადა სამი წელი და მეტია.

ჰოსპიტალის მიმართ ათასამდე პაციენტის დავალიანება სულ მილიონ 600 ათასი ლარს შეადგენს.

„გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ და ვაცნობოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მორიგი, ახალი ინიციატივა. ინიციატივის შესაბამისად, მოქალაქეებს, რომლებსაც სამი წელი და ზემოთ ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმარ არსებული სამედიცინო დავალიანება, ეს დავალიანება ჩამოეწერებათ. რაოდენობა სადღეისოდ მილიონ 600 ათასზე მეტია. დავალიანების დარეგულირების საკითხი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. თავდაცვის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ დავალიანების ანულირებას და ნებისმიერი მემკვიდრისგან ჩამოწერას ითვალისწინებს. საქართველის მთავრობა, თავდაცვის მინისტრი აკეთებს ყველაფერს, რაც არის მორგებული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის პირველმა მიადგილემ, ლელა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები