ერთი ოჯახის 6 წევრის ვირუსის წყარო დაუდგენელია – ინფიცირებული ოჯახიდან ერთი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია

  •  

 თვენახევრის ახალშობილის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.ინფიცირებულები არიან ასევე, მისი მშობლები, 7 წლის ძმა და ბებია-ბაბუა. კორონავირუსით ინფიცირებული თვენახევრის ბავშვი უკვე მესამე დღეა მშობლებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. ახალშობილის მამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სააგენტოს დეპარტამენტის უფროსია. უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში მის არც ერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ერთი ოჯახის 6 წევრს ვირუსი 20 აგვისტოს დაუდასტურდა. დღეს კი სტატისტიკა 9 პაციენტით გაიზარდა. მათგან ერთის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

მეტი...

შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატები ცნობილია

  •  

  შუალედური არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატები ცნობილია. ამის შესახებ თავად პარტიის განცხადებაშია ნათქვამი. „საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც პარტია შემდეგ კანდიდატებზე შეჯერდა: ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი; თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი; ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის…

მეტი...

პროკურატურამ პანკისში, მამასა და მის არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა

  •  

 პროკურატურამ პანკისში, ჩაცმულობის გამო მამასა და მის არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას მთავარი საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ  ჯგუფურად  ცემისთვის ი.ფ-ს, ა.ბ-ს და  ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 8 აგვისტოს  ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან,  ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან  შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა – ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს…

მეტი...

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება – შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

  •  

 ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. სავარაუდოდ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. არსებული ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე მთავარი განხილვის თემა იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის ჩასატარებელი შუალედური, დამატებითი არჩევნები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მერებს ეხებათ. მმართველი პარტია 5 ქალაქში მერობის საკუთარ კანდიდატს დაასახლებს.

მეტი...

პოლიციამ რაჭაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

  •  

 პოლიციამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2001 წელს დაბადებული 2 პირი. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 29 წლის მამაკაცი დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2001 წელს…

მეტი...

საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დედ-მამას და მათ ორ შვილს დაუდგინდა, რომელთა შორს ერთ-ერთი თვე-ნახევრის ჩვილია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, დედას და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 10 პირს დაუდასტურდა

  •  

 ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 10 პირს დაუდასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდტესტზე 118 ადამიანი შემოწმდა. საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 234 კოვიდპაციენტი გამოვლინდა, აქედან პანდემია 87-მა დაამარცხა, გარდაიცვალა 3.

მეტი...

ამბროლაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

  •  

 ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი ვასო აბუთიძე საკუთარ სახლთან გაგუდული იპოვეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარში რამდენიმე პირი ფიგურირებს. ძიება 108 – ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

მესტიის სოფელი ადიში გარესამყაროს მოსწყდა

  •  

  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად სამანქანე გზის 400 მეტრიანი მონაკვეთია წაღებული. გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც.  სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება.ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზა გახსნეს

  •  

 გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლითი გზა გახსნეს – მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, – აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა. პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად 4 ზოლიანი, 2 კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის 2 ზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა. მოგეხსენებათ ხაშურში რა ხდებოდა ეკოლოგიურად, მოძრაობის თვალსაზრისით, ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას, დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურლებისთვის ეს რა არის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი, რომ დავანებოთ უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა ეკოლოგიაც. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის. ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნები, საბოლოო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე. როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთები რა არის, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13  კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება. ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა. შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზით საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება. გარდა ამისა, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს. ახალი შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ვეროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა დაესწრნენ.

მეტი...

“მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება სტაბილურია” – სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი

  •  

 მესტიის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა საკარანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. 12 – დღიანი კრანტინის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან, თუმცა ხაიშთან მდებარე გამშვებ პუნქტთან მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ და შესაბამის შემოწმებას გადიან. როგორც მოსახლეობა აცხადებს, შეზღუდვების მიუხედავად, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ ჰქონიათ. რაც შეეხება ეპიდვითარებას,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მესტიაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. მესტიის მუნიციპალიტეტში 4 500-მდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა  თერმოსკრინინგი. მეორე დღეა, რაც დაბა მესტიასა და ლენჯერში კორონავირუსზე მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დაიწყო. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 12 ჯგუფი მუშაობს. განმეორებით ტესტირება უტარდებათ  იმ პირებსაც, ვისაც  კარანტინის ვადა უკვე ამოეწურა.დღეს…

მეტი...

“უაღრესად სამწუხარო ფაქტია, ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი” – პრემიერი პრემიერი ხვიჩა მღებვრიშვილზე

  •  

 მას შემდეგ, რაც ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აბსურდული ბრალდებით – ღამურებზე ნადირობის გამო, 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, კიდევ ერთი დატყვევებულის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვს. საუბარია ზაზა გახელაძეზე, რომელიც ოკუპანტებმა 13 ივლისს დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე შეუიარაღებელი იყო, ოკუპანტები მას თავდასხმასა და ცეცხლის გახსნაშიც ადანაშაულებენ.  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარის განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობობს და ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც მათ გააჩნია პრობლემის გადასაჭრელად.  “უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება…

მეტი...

ფოთში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა – მიზეზი ძალადობაში დადანაშაულება გახდა

  •  

 ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანების მიყენება სცადა. თამაზ გრატიაშვილმა სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. გრატიაშვილი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, როგორც თავად ამტკიცებს, დაკავების პროცესში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაში სარჩელიც შეიტანა. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სარჩელის გამოტანას თხოვენ.

მეტი...

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია და მისი კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.  მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს. “დღეს დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა, იყო 1128 და გახლავთ 1132,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მეტი...

სტამბოლში მდებარე უძველესი მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება

  •  

 თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება. ხორას მონასტერში მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს. თურქეთის რელიგიათა საკითხების სამმართველოში დაადასტურეს, რომ ხორას მონასტერი მუსლიმური ლოცვებისთვის იქნება გამოყენებული. მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და 534 წელს აშენდა. ის სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლია. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ხორას მონასტერი 1511 წელს მეჩეთად გადაკეთდა.

მეტი...

“ქართული ოცნების“ ლიდერები გარდაბანში იმ სტუდენტს შეხვდნენ, რომელმაც ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, გარდაბანში მცხოვრებ სტუდენტ ანა ონიანს შეხვდნენ. გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი ანა ონიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. ანა ონიანს გამოცდის ჩაბარების შემდეგ,  „კოვიდ“-ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც მან ინგლისური ენის  გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა. როგორც საგამოცდო ცენტრში, ამ შემთხვევაშიც პროცესს აკვირდებოდა ორი მეთვალყურე, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა იზრუნეს  . აბიტურიენტმა, სხვა აბიტურიენტების მსგავსად, გამოცდის დღეს, იმავე დროში და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 394 შემთხვევაა დადასტურებული.​ განკურნებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და ამჟამად 1 132-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

მეტი...

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

  •  

 შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1980 წელს დაბადებული კ.ს., 1990 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ. და 1984 წელს დაბადებული ა.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან ერთად, წარსულში არსებული…

მეტი...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  •  

 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან საფეხმავლო ტერიტორიაზე გადავიდა და იქ მყოფი მოქალაქეები დააზიანა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს, თუმცა მედიკოსების შეფასებით, ეს დაზიანებები სიცოცხლესთან შეუსაბამო არ არის. ამასთან, მსუბუქად დაშავდნენ სხვა მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით აღიძრა, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მეტი...