„ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება“ – თბილისის მერია

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. „თბილისის სატრანსპორტო სისტემა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია. რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ესაა რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს. ჩვენ ამ…

მეტი...

ნიქოზის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ნიქოზში აქცია გაიმართა და ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განაცხადებით, ტრანსპორტის ამ საშუალებით სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები. აქციას გამოეხმაურა საქართველოს რკინიგზაც და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რის გამოც საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი. „საქართველოს რკინიგზა რეისებს ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს. რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად, საკმაოდ მაღალია „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მეტი...

„კორონავირუსის“ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებს „კორონავირუსი“ დაუდასტურდათ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა სწორედ ამ ადამიანებს უკავშიდებათ. „3 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ყველა შემოტანილია და ყველანი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები. ჩვენ ცენტრს დაემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის გაუარესება არავისთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ვეცდებით, საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ დღეს რაღაც იზრდება, არამედ ის რომ უფრო მეტად რატომ არ იზრდება. მისივე თქმით, შეეცდებიან, რომ საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი. „საქართველო არ არის იზოლირებული ევროპიდან, განსაკუთრებით სამეზობლოდან. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბოლო დღეებში რაღაც გაიზარდა, არამედ ალბათ ის უნდა გვიკვირდეს, უფრო მეტად როგორ არ იზრდება. ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა, რომ არ იქნეს ალბათ ვერ მივაღწევთ, მაგრამ იქნეს რბილი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თუმცა…

მეტი...

თბილისში დაახლოებით 1.30 მეტრიანი პითონი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში პითონი დაიჭირეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ გაუიცხადა, ქვეწარმავალი ერთ-ერთ მოქალაქეს გაექცა. „საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და “გრძელი ღამეც” დაიწყო. დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც” გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა“, – აცხადებენ  მონიტორინგის სამსახურში. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ გვითხრა, პითონი კერძო პირის საკუთრება იყო.    „იყიდა კერძო პირმა, ოფისში ყავდა და ხვრელი ჰქონდა…

მეტი...

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა  

ფოთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელსა და 64 მედპერსონალს კორონავირუსზე გეგმური ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა, ვირუსი არ დადასტურდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთი, სავარაუდოდ, კვლავ მწვანე ზონაში დარჩება. „საბედნიეროდ, შსს-სა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ფოთი მწვანე ზონაში დარჩება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ. მისივე თქმით, გამოსაკვლევად დამატებით შსს-ს კიდევ 51 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და პასუხები სავარაუდოდ დღეს გვიან იქნება.

მეტი...

გარდაცვლილ გოგონას შავი ზედა ეცვა, როცა იპოვეს, თეთრი ეცვა – თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი 23 გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ოჯახი კი აცხადებს, რომ, როცა  გოგონას ცხედარი იპოვეს, მას ზედა გამოცვლილი ჰქონდა.     ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, მის შვილს, სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა. „ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა. სოფელ გოლთეთის მაცხოვრებლები, სადაც გოგონას მანქანა იპოვეს, აცხადებენ, რომ გოგონას მუქი ზედა ეცვა.

მეტი...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ელექტროშოკს ატარებდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც ოჯახი აცხადებს, გოგონა ელექტროშოკს ატარებდა და რაღაცის შიში ჰქონდა. „მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი, ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – აცხადებს გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილის დედა. შეგახსენებთ, რომ გოგონას ცხედარი ტყეში, საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელზე იპოვეს.

მეტი...