ბეირუთში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის სამედიცინო და უსაფრთხოების დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა. “ბიბისის” ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო…

მეტი...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს

მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭომ არჩევნების რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ მიიღო. მოქმედმა რექტორმა თანამდებობა 32 ხმით შეინარჩუნა. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია თავად გიორგი შარვაშიძეს. კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლორიას თქმით, 37 ხმიდან 32 მოქმედმა რექტორმა მიიღო, ერთი ხმა ცირა ბარამიძემ და ერთიც გიორგი ბარამიძემ. სამივე მათგანი რექტორობის კანდიდატები იყვნენ. კახაბერ ლორიას თქმით, სამი ბიულეტენი გაბათილდა.   “38 წევრიდან 37-მა მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია ხმის მიცემაში, გახლავთ თავად მოქმედი რექტორი, გიორგი შარვაშიძე. აკადემიური საბჭოს 37 წევრიდან, ერთმა მისცა ხმა ქალბატონ ცირა ბარამიძეს,…

მეტი...

სამი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავარია ანაკლიაში

ავტოსაგზაო შემთხვევას ანაკლიაში 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია “მერსედესის” მარკის ავტომობილში მსხდომი სამი ადამიანი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ცხრა ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა. როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს, ვირუსი ცხრა  ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 37 გამოჯანმრთელდა. 36 ინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები საკუთარ სახლში აგრძელებენ მკურნალობას. ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

„ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა“ – კობა თამაზაშვილი

„მეტი ვარაუდები გვქონდა, რომ ეს ლეპტოპი, რაღაც სწორ კვალზე გაგვიყვანდა, ან რამე დამაჯერებელი არგუმენტები იქნებოდა მასში“, – აცხადებს გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი. „ჩვენ, ამ პერიოდის  მანძილზე ველოდებოდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპში. ძალიან გაუგონარია, რომ ჩვეულებრივი ლეპტოპია, არაფრის მთქმელი, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა, უფრო მეტი ვარაუდები გვქონდა, რომ ეს ლეპტოპი, რაღაც სწორ კვალზე გაგვიყვანდა, ან რამე დამაჯერებელი არგუმენტები იქნებოდა მასში“, – განაცხადა კობა თამაზაშვილმა. მისივე თქმით, თამარის კომპიუტერი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დალუქული არ დახვდა და ეს არაერთ ეჭვს იწვევს. „გასაკვირია, რომ…

მეტი...

შსს მზადაა, ბაჩალიაშვილის საქმეში ფედერალები ჩართოს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართვის საკითხზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, საქმის გამოძიების დროს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლონ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

ბესარიონ ჟვანია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთია, დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჟვანიების ოჯახის მოთხოვნა და ბრალდებული ჟვანია პატიმრობაში დატოვა. ბუსა ჟვანია დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატმა კი შუამდგომლობა დააყენა და დაკავებულის გირაოთი, 50 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა.   მედიასთან კომენტარი დაკავებულის დედამაც გააკეთა. „მთავარია, რომ ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელია. ღმერთს ვევედრები, რომ ფეხზე დადგეს. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ძალიან მძიმედ ვიყავით ყველანი“ – განაცხადა ნინო ჟვანიამ. შეგახსენებთ, რომ ბუსა ჟვანია გოგი თოფაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.   

მეტი...

„რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს“ – ზურაბ ჟვანიას მეუღლე საკუთარ შვილზე  

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ოჯახი კი აცხადებს, რომ მისი შვილი დამნაშავეა.    „ოჯახს მინდა ბოდიში მოვუხადო და მინდა ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება.  ბრალის დამძიმება ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ ასე მძიმედ“ – განაცხადა ნინო ჟვანიამ სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილი გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის დააკავეს.    

მეტი...

თვითმარქვია ანესთეზიოლოგმა 20 წლის გოგოს ანესთეზია ჩაუტარა და კომაში ჩააგდო, გოგონა სიკვდილს ებრძვის

პაციენტი, რომელიც 20 თვეა კომაში იმყოფება, სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის. მიზეზი არასპეციალისტები არიან, კერძოდ კი ანესთეზიოლოგი, რომელმაც ანესთეზია ისე გააკეთა, რომ ანესთეზიოლოგი არც ყოფილა. კლინიკის წარმომადგენლები დრეს დააკავეს. როგორც გოგონას ოჯახში ადვოკატი აცხადებს, გოგონა კლინიკაში თავისი ფეხით მივიდა, თუმცა, უკან ვერ გამოვიდა.       „პაციენტი არის 25 წლის გოგონა. 23 წლის ასაკში თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად, რომელსაც იტალიელი სპეციალისტები აკეთებდნენ.  მაც არასწორი ანესთეზიოლოგია ჩაუტარა ექიმმა-ანესთეზიოლოგმა, რომელიც იბრალებდა რომ იყო ანესთეზიოლოგი, კომატოზურ მდგომარეობაში ჩააგდო გოგონა   და 20 თვეა ის კომატოზურ მდგმარეობაში იმყოფება“ – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი. შემთხვევა “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში”…

მეტი...

„ჟვანიას რა ემუქრება და რატომ ემუქრება, ჩემი საქმე არ არის“ – გოგი თოფაძის შვილი  

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ბუსა ჟვანიას ბრალი წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  სასამართლო პროცესი კი დღეს გაიმართება. დაჭრილ თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭეს. რაც შეეხება დაზარალებულის ოჯახს, გოგი თოფაძის შვილი ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. „ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მე ვერ გეტყვით, ჟვანიას რა ემუქრება და რატომ ემუქრება. ეს ჩემი საქმე არ არის. იქნებ, არც არის დამნაშავე. ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ. ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე და გამომძიებლებში ვირბენდი? ჯერ შვილის გადარჩენაზე დავდივარ“ – განაცხადა ირაკლი თოფაძემ ჟურნალისტებთან.    გოგი თოფძის შვილიშვილი, დღეს, რეანიმაციიდან პალატაში…

მეტი...

თსუ-ს რექტორობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე რექტორის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე რექტორის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც ბარამიძე ამბობს, პროცესი დისკრედიტებული და პოლიტიზებულია. „ჩემი შეფასებით, აშკარად იკვეთება ხელისუფლების ინტერესი და მისი ირაციონალურო აჩემება, რომ ეს უნივერსიტეტი იყოს მათი გავლენის სფეროში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამ კედლებში მძინვარებს აკადემიური კორუფცია. ჩემი მიზანი იყო ეს პროცესი შიგნიდან მემხილებინა და ასე რომ მომხდარიყო ამ პროცესს ჩემ თვალწინ უნდა გაევლო. გასაუბრებაზე, როდესაც „ზუმის“ პროგრამაში  ჩავერთე, მეუბნებოდნენ, თქვენს გამოსახულებას ვხედავთ, მაგრამ ხმა არ მოდისო, წარმოუდგენელია ჩემს კომპიუტერს ჰქონოდა ეს პრობლემა, რადგან ყოველდღიურრად 25 ენაზე მაქვს ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა…

მეტი...

ლილოს ბაზრობაზე 12 სუბიექტი დაჯარიმდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გეგმური შემოწმების ფარგლებში, ლილოს ბაზრობაზე 12 სუბიექტი დაჯარიმდა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევა გახდა. როგორც „ლილო მოლის“ დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაჯარიმებული ბიზნესოპერატორებიდან, ორი იურიდიული პირია, შესაბამისად, დაკისრებულმა ფულადმა სანქციამ 10 000 ლარი შეადგინა. დანარჩენი 10 დაჯარიმებული კი ინდმეწარმეა და ისინი 2000-2000 ლარით დაჯარიმდნენ. ბაზრობის მენეჯმენტის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ბაზრობის ტერიტორიაზე, გეგმური შემოწმების ჩასატარებლად დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ.

მეტი...

“გამოძიება დიდხანს არ გაგრძელდება და ის გონივრულ ვადაში დასრულდება” – ლონდა თოლორაია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, არსებობს მოწმეთა საკმაოდ ვრცელი ბაზა, რომლებიც ეტაპობრივად დაიკითხებიან. ლონდა თოლორაია პირობას დებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამოძიება დიდხანს არ გაგრძელდება და ის გონივრულ ვადაში დასრულდება. “საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აქტიურად, არის საკმაოდ ვრცელი მოწმეთა ბაზა, რომელთა დაკითხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მე გვპირდებით, რომ ამ საქმის გამოძიება არ გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. როგორც კი დავასრულებთ გამოძიებას, აუცილებლად საზოგადოებას მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.     

მეტი...

“ოპოზიციას უშველებელი ამბიციები ყოფს, რაც მოსალოდნელი იყო” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლკის, შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები მათ ამბიციებში ყოველდღიურად ჩანს. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მათ მხოლოდ დესტრუქცია აერთიანებთ. მისივე თქმით, ოპოზიციას უშველებელი ამბიციები ყოფს, რაც მოსალოდნელი იყო. „ნებისმიერი ქვეყნისთვის საფრთხეა, როცა სხვადასხვა პარტიებიისგან შემდგარი ჯგუფი მართვის სადავეების ხელში ჩაგდებისკენ ისწრაფვის ისე, რომ მათ ქმედებებში არანაირი კოორდინაცია და დამოკიდებულება არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიციის შანსები ძალიან დაბალია. სწორედ მათი დესტრუქციაა იმ საქმიანობის ჩამნაცვლებელი, რაც პარტიებსა და პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ მართებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

“დღესდღეობით რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კორონავირუსის სიმპტომების შემსუბუქება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, საქართველოშიც კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო. „ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ ანალიზს ვაქვეყნებთ და უკვე მესამე გამოქვეყნებული ანალიზი 11 ივლისის მონაცემებით არის შესრულებული. სწორედ იქ ნახავთ, რომ ინფცირებულების საერთო რაოდენობის მიხედვით მომზადებულ მეორე და მესამე გამოცემებში, ხვედრითი წილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, მარტსა და აპრილში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღესდღეობით რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კორონავირუსის სიმპტომების შემსუბუქება. „ამაზე იმოქმედა სითბომ, თუ თვითონ ვირუსი თანდათან კარგავს ვირულენტობას,…

მეტი...

პროკურატურამ თაღლითობისა და უკანონო საქმიანობის ფაქტზე ორი ექიმი დააკავა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ – ამის შესახებ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.  “საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს” მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, საელჩოს წარმომადგენლებს თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. „ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე. მათ თქვეს, რომ ჩვენ აუცილებლად, დაწვრილებით გადავცემთ ყველაფერსო. ავუხსენი ყველა დეტალი, რა ხდება, როგორ ხდება და ვინ არიან ჩარეული. მათ თქვეს, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობა, სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს. ისიც ვთქვი, თუ სახელმწიფო უარს იტყვის ეფბიაის ჩართულობაზე, მე, როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა გამოვაცხადო“,…

მეტი...

„ზღვის კურორტები 1996-97 წლების პერიოდში დაუბრუნდა“ – შალვა ალავერდაშვილი „მდიაცენტრ მთავარში“

„რეალურად ზღვის კურორტებზე მხოლოდ პატარა სასტუმროებით მუშაობს და  გადასულები არიან ქართველების მომსახურებაზე, ფასები იმდენად დაკლებულია, რომ „კოიკების“ დაქირავების დრო დაბრუნდა,“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ზღვის კურორტებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მთის კურორტებზე, თუმცა მისივე ინფორმაციით, გამონაკლისები ამ შემთხვევაშიც არსებობს: „ძალიან დაკლებულია ფასები, დაბრუნდა 1996 – 87 წლების პერიოდი, გადავიდნენ ე.წ კოიკების გაქირავებაზე, რისი ფასიც ქობულეთში,  5 – 10 ლარია, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვს სექტორს. რაც შეეხება მთის კურორტებს, შოვი შედარებით კარგად მუშაობს. მთის კურორტები უკეთესად მუშაობს ადგილობრივების ხარჯზე,…

მეტი...

„დაჯარიმებულია 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 „ივენთი“, გაკოტრებული ბიზნესი ძალიან ბევრი იქნება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„კარგ შემთხვევაში 10 000 ლარი, რომ მოიგოს კარგმა რესტორანმა 4 თვე უნდა იმუშაოს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ალავერდაშვილის ინფორმაციით სასტუმროების და რესტორნების მეპატრონეებს ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში 4 თვე მხოლოდ ვალის დაფარვისთვის მოუწევს მუშაობა. ალავერდაშვილი იმ პროცენტულ ვარდნაზეც საუბრობს, რაც მისივე განმარტებით აღნიშნულ ბიზნესს ექნება მომდევნო წლების მანძილზე. „დაჯარიმებულია 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 „ივენთი“, გაკოტრებული ბიზნესი ძალიან ბევრი იქნება, წარმოიდგინეთ ობიექტი გაიხსნა ვალებით და რომ დაჯარიმდეს 4 თვე მხოლოდ იმისთვის უნდა იმუშაოს, რომ გადაიხადოს ეს ვალები. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ…

მეტი...

„მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ამხელა ჯარიმები არ აქვს, როგორც საქართველოს“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ყველაზე მაღალი ჯარიმა გვაქვს მსოფლიოში, ასეთი პრეცედენტი არავის არ აქვს კოვიდის პირობებში – 10 000 ლარი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. ალავერდაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესი დღეს დაშინებულია და საქართველოში ჯარიმების რაოდენობა ყველა დანარჩენს მსოფლიოსთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალია: „ჩვენ ხომ ყველაფერში „მოწინავეები“ ვართ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ჯარიმები, როგორც საქართველოს, მაშინ, როცა ბიზნესის გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა ვალი აიღოს და გახსნას ობიექტი, შესაბმისად აიღეს ლიზენცია და ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები იგივე პირობებით…

მეტი...

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ბინების დაკანონების პროექტი დაიწყო

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების დაკანონების პროექტი დაიწყო. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანად და სამართლიანად წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან. ბინების გადაცემაზე წარდგენილ განცხადებებსა და დოკუმენტაციას კომისია ინდივიდუალურად განიხილავს და თავდაცვის მინისტრს საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენს. განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა…

მეტი...

COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს.  “დღეს სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, მათგან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე კი ეპიდკვლევა გრძელდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და დღეისათვის უკვე 1,182-ს შეადგენს.  გამოჯანმრთელდა ასევე 3 პაციენტი და საერთო ჯამში COVID-19 საქართველოში 962-მა პაციენტმა დაამარცხა. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 962-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 280.

მეტი...

მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის გოგო ღამე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და სავარაუდოდ ხიდიდან გადახტა. ჯერჯერობით უცნობია ახალგაზრდა გოგონას ვინაობა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მეტი...

“კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს. როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, ამჟამად რამდენიმე ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზეა და მსოფლიოს იმედი აქვს, რომ კვლევები წარმატებით დასრულდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე და დაიბანონ ხელები. შეგახსნებთ, რომ ამჟამად გლობალური მასშტაბით აღრიცხული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18 მილიონს აჭარბებს. ვირუსით 689 000 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს და დეპუტატს მიმართავს

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამომრჩევლები ითხოვენ, მოქმედმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. მოსახლეობის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ჩვენ წარმოიდგენთ საქართველოს, კერძოდ რეგიონს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ და უამრავ ძვირფას სიტყვებს ვისმენთ. ეს არის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული და უამრავი პრობლემა დაგროვდა. რომ არა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ძალიან გაგვიჭირდებოდა. ათეულობით სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო სწავლის შეწყვეტა მოუწევდა; აბიტურიენტები ვერ შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას; სოციალურად დაუცველებს არ ექნებოდათ ელემენტარული საარსებო საჭიროებები, არ ექნებოდათ ბუნებრივი აირი; ექიმებთან ვერ ვივლიდით სამკურნალოდ; არ გვექნებოდა გზები; ბავშვებს…

მეტი...

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას შვილს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ლ.თ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბ.ჟ.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროდან აცნობეს, ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე  მდებარე ლ.თ.-ს  საცხოვრებელი სახლის  აივანზე,  ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები  მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა  და   უკანა ზედაპირზე. ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ…

მეტი...