„თითქმის მომიკლა შვილიშვილი, შემეცოდოს? ვერ გადარჩება, აგოს პასუხი“ – გოგი თოფაძე

  •  

 ამ დრომდე, გოგი თოფაძის სახლში, სადაც მისი შვილიშვილი დაჭრეს, სისხლის კვალია. სამართალდამცველები მას ჯერჯერობით ნებას არ რთავენ, ოთახი, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, გაასუფთავოს, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა. რა არის ცივი იარაღი, რითაც ბასა ჟვანიამ თოფაძე დაჭრა, ამ დრომდე არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, იარაღი შესაძლოა, მაკრატელი იყოს. როგორც გოგი თოფაძე ამბობს, ბასა ჟვანია თავის მივიდა საავადმყოფოში და ის დაზიანებული არ ყოფილა. მისივე თქმით მას გაჩუმებას სთხოვენ. „ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და პასუხი უნდა აგოს. ვიღაცეები მირეკავენ და მთხოვენ, რომ ბავშვი გადარჩა და არ ვიხმაურო და არ ვილაპარაკო.…

მეტი...

ჭიათურაში 4 წლის ბავშვს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

  •  

  4 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევა ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში მოხდა, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხების შედეგად დაარტყა. როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

საპატრიარქომ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს წესის აგებაზე კურთხევა მისცა

  •  

 თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრიარქოდან გამოვიდნენ. ისინი პატრიარქის თანამოსაყდრეს შეხვდნენ. როგორც ოჯახი აცხადებს, მათ წესის აგებაზე კურთხევა მიიღეს. „გვინდოდა თამუნასთვის წესის აგება და პატრიარქმა კურთხევა მოგვცა. თვითმკვლელობა გამორიცხეს და კურთხევა მოგვცეს და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, ეს ყველაზე სანუგეშო გადაწყვეტილებაა. „პატრიარქმა წესის აგებაზე ნებართვა…

მეტი...

გოგი თოფაძის შვილიშვილი ისევ რეანიმაციაში რჩება  – ექიმის შეფასება

  •  

 ხეჩინაშვილის კლინიკის  ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმმა განმარტა, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.   „ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილი იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება”,- აღნიშნა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საკუთარ სახლში…

მეტი...

„ვანო მერაბიშვილისთვის მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო“ – გიორგი ვოლსკი

  •  

 „ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში“, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, არც ერთი ნიშნით ჩვენ საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ თუ კი ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ. „ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში.…

მეტი...

“სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა” – გიორგი ვოლსკი

  •  

 პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა. “მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან, დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის არ უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს…

მეტი...

თაღლითების მტკიცებით, 100 000 დოლარი მინისტრის წილი იყო

  •  

 სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.   „გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი…

მეტი...

საქართველოდან  16 273  ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

  •  

 ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273  ტონა  ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (62% –  10 108 ტონა),  სომხეთის რესპუბლიკა (33% – 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% – 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში. „მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის…

მეტი...

„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ COVID 19 -ით ინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა

  •  

 „მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ ინფიცირებული,  14 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაიწერა. 7პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში მათი გაწერაც მოხდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ განუცხადეს, დღეისათვის  ცენტრში 51 კოვიდ ინფიცირებული გადის მკურნალობას, აქედან 3 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემოყვანილი პაციენტებიდან ერთი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან არის გადმოყვანილი. „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“ ქვეყანაში კოვიდ ინფიცირებული პაციენტების ყველაზე დიდ მიმღებ ცენტრად რჩება.

მეტი...

„მოწმეები მომზადებულები და დარიგებულები არიან“ – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

  •  

 გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე ითხოვს, რომ მოწმეების ჩვენებები, რომელიც საქმეში არსებობს, მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „საქმეში დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირების ჩვენებები გარკვეულ ეჭვებს იწვევს და ცდომილებებია. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან  არ მინდა, მოწინააღმდეგე მხარეს, ჩვენი სტრატეგიისა და პოზიციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო, ამიტომ ამის გახმაურებისაგან მე თავს შევიკავებ. ის, რომ ჩვენებებში წინააღმდეგობები და აცდენებია, ეს ცხადია და ეს ამ პირების სანდოობაზეც მეტყველებს. ძირითადად, მხედველობაში მაქვს თითქმის ყველა დაზარალებულის ჩვენება. ღიბრაძე, ქათამაძე, ახვლედიანი, ამირხნაშვილი. ისინი, ვინც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ“ –…

მეტი...

ადვოკატი ზეწოლაზე საუბრობს – გიორგიბ შაქარშვილის საქმე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

  “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ავტომანქანა მაგისტრალზე ფიგურირებდა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე არ ჩასულა და უკან, თბილისისკენ გამობრუნდა. ისინი შემთხვევის ადგილზე დარჩენილი რამდენიმე პირის წამოსაყვანად მიდიოდნენ. სხვა, არც გიორგი შაქარშვილს იცნობდნენ და არც დაბადების დღეზე ყოფილან“ – ეს განცხადება გიორგი შაქარშვილის საქმეში ფიგურანტი 5 მოწმის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მან საგამოძიებო ორგანოსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მისი მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ზეწოლა ხორციელდება. საუბარია „ტოიოტა ვითსის“ მარკის მანქანაზე, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფები იყვნენ და რომელიც 2 დღის უკან ამოიღეს და დალუქეს. „დაახლოებით ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან…

მეტი...

გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანიას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული

  •  

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმის  გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, მისი ძმის შვილი ბუსა ჟვანიაც დაზიანდა და ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. როგორც გოგლა ჟვანიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი. „დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან საქმის კურსში არ ვარ, თუ რა  მოხდა. გიდასტურებთ, რომ ბუსაც საავადმყოფოში იმყოფება. მას მსუბუქი დაზიანება მიღებული აქვს მუცლის არეში“ – გვითხრა გოგლა ჟვანიამ. შეგახსენებთ, რომ გოგა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ედება ბრალი. სავარაუდოდ, მას ბრალს დღეს წარუდგენენ.

მეტი...

ბუსა ჟვანიას ბრალს დღეს წაუყენებენ

  •  

 გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე წუხელ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თოფაძის სახლში მყოფი თვითმხილველი ზურა აბაშიძე გამოიკითხა. მოწმემ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. “გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საკუთარ სახლში დაჭრეს. დაჭრისთვის დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მას ბრალს დღეს წაუყენებენ. გოგი თოფაძის შვილიშვილს, კისრისა და ფილტვის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში სწორედ ზურა აბაშიძემ მიიყვანა.

მეტი...