“უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს” – გიორგი გახარია

  •  

“უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, ამავდროულად, გიორგი გახარიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.

„ქობულეთი, უკვე, სადღაც მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური კურორტული ზონა, ქალაქი. რა თქმა უნდა, ახლა ტურიზმის გარეშე ქობულეთი წარმოუდგენელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სამწუხაროდ, წელს ამ გლობალური პანდემიის გამო დავზარდალდით ყველანი, ქვეყანაც და აჭარაც, პირველ რიგში ქობულეთიც, თუმცა ჩვენ რითიც შეგვეძლო სწრაფად დავუდექით განსაკუთრებით ტურისტულ ბიზნესს, სასტუმრო ბიზნესს გვერდით. აქამდე არ მითქვამს აჭარაში, რადგან აჭარის ფარგლებშიც ქობულეთი ალბათ ყველაზე უფრო დაზარალდა, აქედან ვიტყვი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით.

ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გუშინ, გუშინ წინ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ეპიდემიოლოგიებთან ერთად დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რათა შემდგომი სეზონი გვქონდეს ნორმალური. ჩვენ ხომ სხვებთან შედარებით უკეთ შევძელით, რომ დაგვეცვა და გავმკლავებოდით გლობალურ პანდემიას და დღეს ახლა ბათუმში, არ უნდა ვამბობდე ამას, საამაყო ამაში არაფერია, შეიძლება, ერთის მხრივ, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრივ, მაგრამ დღეს ახლა ბათუმში როცა ვმოძრაობ და ვსეირნობ ვხედავ, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს პანდემია ცოტა ხნით დაავიწყდათ. მივცეთ ახლა ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყებამდე ცოტა მოდუნდნენ და დაისვენონ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სექტემბრიდან ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს, რა თქმა უნდა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, სახელმწიფო წარმატებით ებრძოლოს პანდემიას და პარალელურად არ ზრუნავდეს ეკონომიკაზე.

„შეუძლებელია, ებრძოლო პანდემიას წარმატებით და პარალელურად არ ზრუნავდე ეკონომიკაზე. ერთთან პრობლემა ქმნის მომენტალურად, იმ წუთში მეორე პრობლემას. ჩვენ თუ ვერ დავამარცხეთ პანდემია ეფექტურად, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკას ვერ მოვუვლით.  რაც შეეხება ეკონომიკას, ქობულეთი გარდა ტურისტული ქალაქისა, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც საკმაოდ კარგად ვითარდება. საქართველოს მთავრობა ქართველ გლეხს, ვიდრე ის ფეხზე მყარად არ დადგება და არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ მიატოვებს” – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს” – გიორგი გახარია”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.