ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაცვლილია მამაკაცი

ცენტრალური ავტომაგისტრალზე, სოფელ ნიგოზასთან ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 79 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ ხუთ მათგანს დაუდასტურდა. ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 247 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 101 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული.

მეტი...

შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი კომუნიკაციების კომისიამ განსახილველად მიიღო

“შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად” – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. „შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარი (№შ-20- 6/4151, 13.08.2020) მიღებულ იქნეს განსახილველად მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „ფორმულას“ მიერ მაუწყებლის ეთერში კონტენტის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივარზე (№შ-20- 6/4151, 13.08.2020) შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) შპს „ფორმულას“ მიერ კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმების დარღვევისთვის…

მეტი...

“საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს” – არჩილ თალაკვაძე

“საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დოკუმენტი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. ასევე მან მადლობა გადაუხადა,  საკონსტიტუციო რეფორმის თითოეულ მონაწილეს სამოქალაქო სექტორიდან, აკადემიური და საექსპერტო წრეებიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს. „პარლამენტის წინა თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივით და ლიდერობით, IX მოწვევის პარლამენტმა წარმატებით შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის დაწყება და სრულად განხორციელება. თითოეულ დეპუტატს გვეამაყება, რომ ამ ისტორიული ცვლილებების თანამონაწილენი ვართ. მადლობას იმსახურებს საკონსტიტუციო რეფორმის თითოეული…

მეტი...

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული” – ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსი კობაიძემ განაცხადა. აქციის ორგანიზატორ მოძრაობა „შემახე ამნისტია“-სთან ერთდ ადგილზე პატიმრების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. „საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე მოვამზადეთ და 10 სექტემბრისთვის პარლამენტშიც შევიტანთ. ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული. ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა ამნისტია, წლების განმავლობაში კი ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს“, – განაცხადა კობაიძემ.

მეტი...

პანკისში შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს ცხრა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პანკისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილსა 11 წლით, ხოლო რუსლან ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ გამოძიება უხარისხოდ და არაკვალიფიციურად ჩატარდა და აღნიშნა, რომ არასაკმარისია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ადვოკატმა ბრალდების ვერსიას უსაფუძვლო უწოდა. ამასთან დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მეტი...

“შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია” – ლევან რატიანი

“შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია” – ამის შესახებ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან. „2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ. რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ – ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო,“- განაცხადა ლევან რატიანმა. შეგახსენებთ,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სკოლებში საქართველოს კონსტიტუციის სწავლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში წერია, რომ კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა. პრეზიდენტი ასევე, კონსტიტუციის მნიშვნელობაზე საუბრობს და სკოლებში კონსტიტუციის და კონსტიტუციის პრინციპების სწავლების ინიციატივით გამოდის. „დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა! საქართველოს კონსტიტუცია არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. ის არის ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო. საქართველოში, მიუხედავად სამართლის უძველესი ძეგლების არსებობისა,…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია, რომელსაც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

მეტი...

ტურისტული კომპანია, რომელმაც ხევსურეთში ტური დაგეგმა, განცხადებას ავრცელებს

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით” – ამის შესახებ განცხადებას აკეთებს ტურისტული კომპანია Traveler.GE, რომელმაც ხევსურეთში ტური დაგეგმა. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან .. ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს“- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

პატიმრობაში რჩება ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძიძა

ძიძა, რომელსაც 2 წლის ბავშვზე ძალადობას ედავებიან პატიმრობაში დარჩა.მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას პროკურატურა ითხოვდა. მიზეზად მოსალოდნელი საფრთხეები და დანაშაულის განმეორების რისკი დასახელდა. ბრალდებული 22 აგვისტოს დააკავეს. ის ერთ-ერთ ოჯახში კიდევ 2 ძიძასთან ერთად რამდენიმე მცირეწლოვანს უვლიდა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ თუკი მართლაც ხედავდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ბავშვზე ძალადობას, რატომ არ განაცხადეს ამის შესახებ თავის დროზე.  “თუ ბრალდების მხრიდან სისტემატიურ სადისტურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, რატომ არ განაცხადეს ამის შესახებ თავის დროზე მათ, ვინც ამას უყურებდა, ან რატომ არ გამოიძახეს შემთხვევის დროს პატრული,”- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.  “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მეტი...

პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა – გავრცელდა ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შევიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიო ეთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

მეტი...

“პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება” – გია ვოლსკი ოპოზიციის საერთო დეკლარაციაზე

“პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას” – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ხმების დაცვას გულისხმობს.  მისივე განცხადებით, დეკლარაციის ხელმომწერთა გამაერთიანებელი ნიშანი ქვეყანაში დესტრუქციის მცდელობაა.  “გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის მცდელობა და ამას ცალკეული მათგანი თავის განცხადებებშიც ადასტურებს. კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობენ და მთავარი მიზანი და მისწრაფება, გამოდის, რომ სახელმწიფოში, მათი მოსაზრებით, არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს კრემლის აგენტებს და დასავლეთის მონებს ეძახდნენ. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას,”-განაცხადა გია…

მეტი...

სოფელ ძევრში 11წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11წლის ბიჭს გლოვობენ. მოზარდი გარდაცვლილი გუშინ საკუთარი სახლის ეზოში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის მანძილზე მამას ერთ-ერთ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მშობელი მასზე სისტემატიურად ძალადობდა. არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე 11 წლის ბიჭმა დახმარება ნათესავებს სთხოვა, რომელთაც დაურეკა და უთხრა, რომ მას მამა სცემდა. დანაშაულის დეტალებს სოფელში ჰყვებიან, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს. მეზობლები ადასტურებენ, რომ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა. მათი თქმით, მამაკაცი მხოლოდ 11 წლის ბიჭზე არ ძალადობდა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭს მამა სახლიდან არ უშვებდა, რადგან მოზარდს მეზობლებისთვის არ გაემხილა რა პირობებში უწევდა ცხოვრება.

მეტი...

ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა ოპოზიციური პარტიების 26-მა წარმომადგენელმა, ასევე დოკუმენტს უერთდება კახა კუკავა, რომელიც შეხვედრას ვერ ესწრებოდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეთანხმებამ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. „ეს არის შეთანხმება ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და ყველა ხელმომწერი პარტია იღებს ვალდებულებას, რომ ისინი დაიცავენ ამომრჩევლის ხმას, დაიცავენ ერთმანეთის ხმებს და არ მისცემენ შესაძლებლობას ხელისუფლებას, არჩევნები გააყალბოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი. განაცხადი, რომელიც ერთი მხრივ აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და მეორეც, არის დიდი წინ გადადგმული…

მეტი...

სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე სასამართლო დასრულდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, შესაბამისად, 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.  დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11 სრულწლოვნის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა. 

მეტი...

ბოლო სამ დღეში მესტიის მუნიციპალიტეტში 1216 პირი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. მისივე თქმით, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი 200 ათასს აჭარბებს. „დღევანდელი მონაცემით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 22 ნახევარი მილიონი. სამწუხაროდ, 800 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაიდენობამ. ასევე, დაძაბულია სიტუაცია ჩვენს რეგიონში. განსაკუთრებით მატება აღინიშნება ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე, უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებში – რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თუ თურქეთი. ასევე, მატების თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა უკრაინასა და ბელარუსში. რომ შევაჯამოთ გლობალური და რეგიონალური ეპიდსიტუაცია, მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, უცილებლად გასათავლისწინებელია“, – განაცხადა…

მეტი...

“33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პოლიტიკური ინდმეწარმეა” – გია ვოლსკი

33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პოლიტიკური ინდმეწარმეა, მათ გამაერთიანებელი აქვთ დესტრუქციის, არეულობის მცდელობა, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრასა და მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკური სუბიექტების ერთობაა, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება. „33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმე, ასე, პირობითად რომ ვთქვათ. რაოდენობით ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. გუშინ, ეს პარტიები ერთმანეთს კრემლის აგენტებს და დასავლეთის მონებს…

მეტი...

საქართველოს პატრიარქი შატილის გზაზე უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი. „დიდია ჩვენი მწუხარება  ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, – ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა…

მეტი...

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილია კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ პაციენტებთან კავშირში მყოფი პირების რაოდენობა ქობულეთში კვლავ გაიზარდა. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიგა კიკაბიძე აცხადებს, რომ პაციენტებთან ანტივირუსული მკურნალობა მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ქუთაისში მდგომარეობას, ამ ეტაპზე ეპიდვითარება სტაბილურია. ქუთაისის კლინიკა ”ლჯ და კომპანია – ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე აცხადებს, რომ ლენტეხიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

საქართველოს პარლამენტი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, პარლამენტის შენობის ფასადზე და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვება.

მეტი...

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“ – ირაკლი კობახიძე

„რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  „რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს“ – წერს ირაკლი კობახიძე.

მეტი...

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიყენებული ზარალის აღრიცხვა ამ წუთებშიც გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. 23 აგვისტოს ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ წყალტუბოში ვაზნარის ღელის ადიდების გამო 21 საცხოვრებლი სახლი დაიტბორა. პირველადი მონაცემებით, წვიმამ როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში, 120-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. სტიქიის გამო რთული მდგომარებაა სოფლების: რიონის, სორმონის, ნოღის, ზარათი-მეჩერის, გუმათის, ჯიმასტაროს, ჟონეთის, დღნორისის, საჩხეურის, ოფურჩხეთის, ქვილიშორის, ხომულის, ჩუნეშის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს შიდა სასოფლო გზებზე. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ნოღაში…

მეტი...

“გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს” – დავით ზალკანიანი

„გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა. „გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუსურვებ გამძლეობას ამ უმძიმეს დღეებში. მოუთმენლად ველით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების გამოჯანმრთელებას“, – წერს დავით ზალკალიანი.

მეტი...

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე ქალის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

„გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილი სამი ქალბატონის მდგომარეობა, ამ ეტაპზე კრიტიკულია“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა. „ორ დაშავებულს აღენიშნებათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწარაფოდ იქნენ შეყვანილი საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, თუმცა სამივე მათგანს აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ხუთ ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება. პაციენტებიდან შვიდი კი არასრულწლოვანია.

მეტი...

ბათუმში ზარალს ითვლიან

“სტიქიის შედეგად წყალი შევიდა 30-მდე საცხოვრებელ სახლში, 11 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესი, ოთხი ოჯახი კი, გადაყვანილია ალტერნატიულ საცხოვრებელში” – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა. „მერია შეისწავლის ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას და გაუწევს შესაბამის დახმარებას. ამ დროისთვის, ქალაქში მიმდინარეობს მორეცხვითი სამუშაოები, ქალაქში მოძრაობა გუშინ საღამოდან ყველა მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება, მერიის სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. ასევე, ორ ლოკაციაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ერთ შემთხვევაში ჩამოინგრა სახურავი, მეორეგან კი, შენობის კონსტრუქცია. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი  ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით,დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მეტი...

“შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს” – ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია  ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

მეტი...

შსს შატილის გზაზე სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. „ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა სამი მოქალაქე. ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი. შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების…

მეტი...

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. „მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მეტი...

„ტრიბუნა“ კოალიაციაში არავისთან არ შევა

   „ჩვენი პოლიტიკურ ძალა, კოალიციაში არავისთან არ აპირებს შესვლას, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან. მიუმეტეს, რომ „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საკმაოდ მძიმე წარსული აქვს, ხალხს კი ცლილებები სჭირდება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაზემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ პოლიტიკოსებმა ამომრჩევლის სახელით არანაირი შეთანხმება არ უნდა დადონ: „ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა, ეს არაერთხელ მითქვამს და ჩემს სიტყვას არ გადავალ. თუმცა შევუერთდები იმ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან. რადგან ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა.“ –  აცხადებს დავით…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა გადადო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით დღეს დაგეგმილი კანიდდატების წარდგენა შატილის ტრაგედიის გამო გადაიდო: „შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს,  შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური – ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.  ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – აღნიშნულია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...