“მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება” – სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები, რაც გვაძლევს 100 %-იან გარანტიას და იმედს, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება. ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა გუშინწინდელზე გუშინ და გუშინდელზე დღეს მოხდა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკვლევა. მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, მათ შორის დაბა მესტიაში, რომლის ტესტირება არ მოხდება. ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. დღევანდელი…

მეტი...

“ჩვენი ეროვნული ამოცანა “ნაციონალური მოძრაობის” მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანაა” – ირაკლი ღარიბაშვილი

კახეთის მაჟორიტარულ ოლქებში “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან არჩევნებში საკუთარი ძალების გამარჯვებაში.  გურჯაანის-საგარეჯოს-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პარტიის ლიდერები ამომრჩეველს აცნობენ. “მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ არეულობის დესტაბილიზაციის საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. მათ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი გუნდის ამოცანა “ნაციონალური მოძრაობის” მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანაა.  “ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს,…

მეტი...

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღე იქნება

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს. იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა; საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, ასევე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების წევრები, თუმცა მათ გარკვეული წესების შესრულება მოუწევთ. კერძოდ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში – დაღუპულია ორი ადამიანი

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე მყოფ ორ მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მეტი...

აშშ-ს ელჩმა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიები დაათვალიერა

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის ელჩი სტუმრობდა. კელი დეგნანი დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და ლაბორატორიები დაათვალიერა. აშშ-ის ელჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს. “ძალზედ შთამბეჭდავია ამ ლაბორატორიების საქმიანობა. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრ გომელაურთან ერთად დამეთვალიერებინა ისინი. ის ფაქტი, რომ ლაბორატორიებმა სულ ახლახანს მოიპოვეს საერთაშორისო აკრედიტაცია დოკუმენტების, თითის ანაბეჭდებისა და სახის ამოცნობის ექსპერტიზის მიმართულებით, მიუთითებს დიდ სურვილსა და ძალისხმევაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვა მიმართულებების სრული აკრედიტაციისთვის, რის შედეგადაც მიიღებს სრულად აკრედიტირებულ თანამედეროვე ექსპერტიზის ლაბორატორიებს, რაც ესოდენ…

მეტი...

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ხვალ ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.  ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე…

მეტი...

ბათუმში კარანტინში მყოფი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია

ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.  “მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეჯოში, ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში“ იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში“ იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. „ჯეო ორგანიკის“ მფლობელმა, ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი საწარმო წელიწადში 600 ტონა ხილს ამუშავებს. მეწარმის ინფორმაციით, „ჯეო ორგანიკი“ მომავალი წლისთვის 1000 ტონამდე ხილის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო უკვე გადამუშავებულია 10 ტონა ატამი და 10 ტონა ნესვი. საწარმოს სრული ინვესტიცია ხუთი მლნ ლარია, საიდანაც…

მეტი...

“ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” მიერ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას სიტყვით პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც გამოვიდა.  კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს “ქართული ოცნება” თავს ღირსეულად გაართმევს.  “ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით – სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით”, – განაცხადა კახა…

მეტი...

“კარგად გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არ მოუტანია” – ირაკლი ღარიბაშვილი

არჩევნებში გამარჯვებაში ღრმად ვართ დარწმუნებული, რადგან ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ ჰყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. „არ ვამბობ იმას, რომ იდეალურები ვართ, ბუნებრივია, შეცდომები მოგვდის, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს ვასწორებთ და წინ მივდივართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის უნარიც, აღიარების უნარიც და ამის გამოსწორების შესაძლებლობაც. ჩვენი გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მჯერა, რომ მთავარ მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის…

მეტი...

“ოცნებამ” გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სონღულაშვილი წარადგინა

“ჩვენი ამოცანა არის კეთილდღეობის იმ სტანდარტებთან მიახლოება, რასაც ევროპული სტანდარტები ჰქვია” – ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” დავით სონღულაშვილმა გააკეთა. “ქართულმა ოცნებამ” გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ დავით სონღულაშვილი წარადგინა.  “ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას, არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აგრეთვე, დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთი გამოწვევა დაგვისახა წინ ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება. ეს არის თხოვნა და ჩემი დავალება, რომელიც პირველი შეხვედრის დროს მე მოსახლეობისგან მივიღე,”- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მეტი...

“ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანასა და მოსახლეობას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ უბედურებას, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ვერ აარიდა. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ერთგული მსახურებისთვის და იმ თავგანწირვისთვის, რომელიც 2012 წელს გამოიჩინეთ, მაშინ, როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანასა და მოსახლეობას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ. რა თქმა უნდა,…

მეტი...

„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანზე ზრუნვა” – გიორგი გახარია

„ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას  გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების პირობები, მოხუცებს ღირსეული სიბერე, ხოლო მშრომელ ადამიანებს სამართლიანი გარემო შეუქმნას. „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. თან ბევრი დრო არ გვაქვს, თან ეს პანდემია დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად მივყვებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას…

მეტი...

“ვიმყოფები მხარეში, სადაც იციან სიტყვისა და საქმის ფასი, მხარეში, რომელიც სავსეა ისტორიით” – კახა კალაძე საგარეჯოში

ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. როგორც კალაძემ განაცხადა, კახეთი არის მხარე, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დააკლებს. მისივე თქმით, აქ მცხოვრები ადამიანები წინაპრებისგან დატოვებულ სიწმინდეებსა და ღირებულებებს ყოველთვის დაიცავენ. „მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მთავრობის წევრებო, დეპუტატებო, დამსწრე საზოგადოებავ! ძალიან მიხარია, რომ დღეს, კახეთში, საქართველოს ამ ულამაზეს…

მეტი...

„კახეთის ამ რეგიონში შრომა რაღაც ფუჭი სიტყვა არ არის” – პრემიერი საგარეჯოში

შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონოდ, დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. გახარიას თქმით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ფერმერების დახმარებას. „კახეთის ამ რეგიონში შრომა რაღაც ფუჭი სიტყვა არ არის. ამის დასადასტურებლად მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. 2012 წელს კახეთში წარმოებული იყო 52 ათასი ტონა ყურძენი. 2019 წელს კი ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ – 278 ათასი ტონა ყურძენი. ხუთჯერ მეტი, ხალხო, ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი და 2020 წელს…

მეტი...

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური პორტალი ამოქმედდება, სადაც საჭირო იქნება, როგორც მშობლის, ასევე ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და ამის შემდეგ მოხდება 200 ლარის გადაცემა. “18 წლამდე ყველა ბავშვს ეკუთვნის 200 ლარიანი გასაცემელი. ამ დახმარების მიღების მიზნით, ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე 15 აგვისტოდან იმოქმედებს რეგისტრაციის პორტალი, სადაც მშობელმა უნდა ატვირთოს ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, საკუთარი მონაცემები და საბანკო ანგარიში,”- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა თამილა ბარკალაიამ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სოციალური…

მეტი...

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარს შეადგენდა. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი. საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 2,851 მლრდ ლარია, აზიის…

მეტი...

1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გუშინ გაავრცელა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს მოიძიეს. ცხედრების ამოცნობა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში მოხდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, ცხედრებს დღეს სამების საკათედრო ტაძარში…

მეტი...

კომპანია “ფრონტერა” პრემიერ-მინისტრს მიმართავს

ამერიკული კომპანია “ფრონტერა” განცხადებას ავრცელებს. კომპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს შეასრულოს თავისივე გადაწყვეტილება, დაემორჩილოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეხვდეს კომპანიის წარმომადგენლებს კონსტრუქციული დიალოგისთვის და მისცეს მათ გარანტია, რათა უსაფრთხოდ, კონტრაქტის შეწყვეტის მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე დაუბრუნდნენ სამუშაოებს. “23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს კონტრაქტის შეწყვეტას ჩვენს კომპანიასთან, რითიც გვემუქრებოდნენ აპრილიდან მოყოლებული. მსგავსი დადებითი განცხადებების გავრცელება მედიაში მთავრობის სხვა წევრებმაც გააგრძელეს. “ფრონტერა” მიესალმა ამ ამბავს. მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან არანაირ მცდელობას არ ჰქონია ადგილი, რომ პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში…

მეტი...

მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია 2020 წლის 1 ნოემბრამდე გრძელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ სანიკიძემ, აქციის ფარგლებში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მიზნით, მეასიათასე მოქალაქე, ლევან წიკლაური დაასაჩუქრა. მომხმარებელს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი და “აიდი ბარათის” წამკითხველიც პირადად გადასცა. აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. “აქციის მიზანია საარჩევნო სიების მაქსიმალურად სრულყოფა, ელექტრონული პირადობების გაცემა, რომელიც სანდო და კვალიფიციურია. ამ აქციაში მოიაზრებიან გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანები, კერძოდ ისინი, რომლებიც არ ფლობენ მოქმედ ელექტრონულ დოკუმენტს და მათ, ვისაც გაუუქმდება 1 ნოემბრამდე მსგავსი დოკუმენტი,” – აცხადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარე ზურაბ სანიკიძე. მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის…

მეტი...

ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. მიმდინარე წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 186.6 ლარი იყო, ივლისში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და 183.5 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივნისთან შედარებით, ივლისში 2.7 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.6 ლარს შეადგენს. 5 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 307.9 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 162.6 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 260.1…

მეტი...

“ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის ცოცხალია და საზვარგარეთ არ იმყოფება. აღნიშნა ლუკაშენკომ სამშენებლო ინდუსტრიის საკითხებზე გამართულ სხდომაზე „დასაწყისისთვის, ცოცხალი ვარ და არც საზღვარგარეთ წავსულვარ, როგორც ამას ზოგიერთი „გათვითცნობიერებული წყარო“ ამტკიცებს“, – განაცხდა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ახლა ბელარუსში მუშათა კოლექტივის საპროტესტო აქციების აგორებას ცდილობენ. „თუ ხალხს მუშაობა სურს, აგერ არის სამუშაო ადგილები. ძალით ვერ მივიყვანთ სამუშაოზე“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. ამასთან, როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, თუ ქარხნები გაჩერდება, მაშინ ბელარუსში წარმოებულ პროდუქციას, კონკურენტები ჩაანაცვლებენ. „თუ გავჩერდებით, წარმოებას ვერასდროს ამოვქოქავთ. ჩვენ ამ ჭაობისკენ გვიბიძგებენ. ხალხს ეს უნდა ავუხსნათ“, – განაცხდა ლუკაშენკომ.

მეტი...

შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ათამდე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გაააცნო. შეხვედრებზე ასევე  ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე. „მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგია. ისინი გულწფელად აღნიშნავენ გასულ წლებში გაკეთებულ სიკეთეებს, მაგალითად ინფრასტრუქტურულ და  სოციალურ პროექტებს.  ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ და მისი მოგვარება მომდევნო წლებში ჩვენთვის პრიორიტეტულია,“- განაცხადა შალვა კერესელიძემ. შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ათამდე…

მეტი...

თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, თუკი სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ. „რას ვაკეთებთ, თუ ბავშვს აქვს სიცხე სკოლაში მისვლის პერიოდში – რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ძალიან ფრთხილად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის მდგომარეობას და თუ ოდნავ მაინც შენიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა შეიცვალა, აქვს სიცხე, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი მას შესთავაზრებს იმ საჭირო გამოკვლევებს, რასაც ასეთ დროს ჩვენ სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით ვაკეთებთ. ტესტირების შესაძლებლობა ქვეყანაში ძალიან ფართოდ არის გაშლილი, ტესტირება, ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა, ამ კუთხით პრობლემა და ბარიერი არ არსებობს, მთავარია,…

მეტი...

სკოლებს სწავლისთვის შაბათი დღის გამოყენება შეეძლებათ

საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები უფრო მეტად განიტვირთოს და მოხდეს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შესაძლებელია შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება. „იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება სკოლა, სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ცვლების დაორგანიზების პროცესი. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს შაბათის დღე, როგორც სასწავლო დღე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს განტვირთული შენობები და ის რეკომენდაცია, რაც არის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოსწავლეებს შორის, იყოს დაცული“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მეტი...

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, 11 პაციენტის წყარო დადასტურებულთან კონტაქტია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, (ორივე მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია), 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3-თან მიმდინარეობს წყაროსა და კონტაქტების კვლევა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია. კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“დიდუბის საცხობში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია” – „თბილისი ენერჯიში“

წინასწარი ინფორმაციით, დიდუბის საცხობში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ამის შესახებ კომერციული და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განაცხადა. „გამოძახების შემოსვლისთანავე ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები გამოცხადდნენ ადგილზე. პირველი დათვალიერებით ირკვევა, რომ სავარაუდოდ, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი, დანადგარის ონკანი. სავარაუდოდ ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება, ხოლო შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით, თვითნებურად, რამაც სავარაუდოდ, ასევე გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა. მინდა, ჩვენს მომხმარებლებს ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ გაზის მოწყობილობები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ძალიან…

მეტი...

დღეს საპატიო წესით დაკრძალავენ პირებს, ვინც აფხაზეთის ომში დაკარგულად ითვლებოდა და ვისი მოძიებაც მოხერხდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. დაღუპული გმირების ხსოვნას მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, დღეს საპატიო წესით დაკრძალავენ იმ პირებს, ვინც აფხაზეთის ომში დაკარგულად ითვლებოდა და ვისი მოძიებაც მოხერხდა.  “ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ამ ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენ ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. დღეს იწყება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე მოძიებული ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი. დღეს მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა და საპატიო წესით დაკრძალვა,”- განაცხადა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ყაზბეგს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტებია და უკავშირდება ყაზბეგს. „დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 1 306 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. ექვსი არის ე.წ. ლენჯერის კლასტერი, 11 არის კონტაქტირებული ინფიცირებულებთან და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე ორი არის იმპორტირებული შემთხვევა და ორი მძღოლი“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. „ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ძალიან ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 2 800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში და დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ,…

მეტი...

დიდუბეში საცხობი აფეთქდა – დაშავებულია ორი ადამიანი

დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ერთი პაციენტი 68 წლის ქალბატონია, რომელსაც სხეულის 25% აქვს დამწვარი, ხოლო მეორე 29 წლის მამაკაცი სხეულის 13%-ის დამწვრობით.  “ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 2 პაციენტი. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად. ქალბატონი 68 წლის, სხეულის 25%-ის დაზიანებით, მეორე-მესამე ხარისხის სასუნთქი გზების დამწვრობით. დამწვრობა არის სახეზე, ორივე ზედა კიდურზე ცირკულარულად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მეორე პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია 29 წლის, სადაც სახე და მტევნებია დამწვარი. მას დამწვარი აქვს…

მეტი...

მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება

მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი. რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ეკისრებათ ვალდებულება, პირბადეების რეზერვი ჰქონდეთ. სკოლის შენობაში შესვლის ნებისმიერ მსურველს დეზობარიერის, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შეეძლება შესვლა. სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახი გამოიყოფა. გაკვეთილებს შორის ყოველი დასვენების შემდეგ, სველი წერტილები სანიტარულად დამუშავდება ,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა ახვლედიანმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ შეამკეს. „საქართველოს აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტიდან 28 წელი გავიდა, რამაც მოუშუშებელი ტკივილი და უმძიმესი შედეგი დატოვა ორივე ხალხისთვის. ჩვენ დავკარგეთ გმირები, ათასობით თანამემამულე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე – მებრძოლი ჯარისკაცები. ასობით ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. პატივს მივაგებთ ამ ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ქედს ვიხრით მათ წინაშე. ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. მაქსიმალური ძალისხმევა განვახორციელოთ ვიზრუნოთ ამ ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და 1,306-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგევრდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ით გაიზარდა და 1,085-ია. კარანტინის რეჟიმშია 7635, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 334 ადამიანი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის  თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა. გიორგი ხანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის ჩაბარების პროცესს და თხილის ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გაეცნო.  დღეისათვის, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის…

მეტი...

14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

აფხაზეთის 13-თვიანი ომი 14 აგვისტოს დაიწყო. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია. აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე სტატისტიკური მონაცემებით სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდოველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი _ 3 150 ეროვნებით ქართველია.

მეტი...

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...