“მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით” – ამირან გამყრელიძე

  •  

„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს „კოვიდი“ დავამარცხეთ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ.

„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს „კოვიდი“ დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება საშიშროება, რომ ინფექცია ქვეყანაში გავრცელდეს. ეს ელემენტარული რეგულაციაა, პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ამ რვა თვის განმავლობაში, რაც კოვიდინფექცია არსებობს, არის უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაზე კარგი პრევენციის საშუალება არის პირბადის ტარება როგორც სიმპტომიანი, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრიდან. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, თუ რა პროცენტით იცავს , როდესაც პირბადე ორივე ადამიანს უკეთია. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა, დახურულ სივრცეში ყველამ ვატაროთ პირბადე. ადამიანები უკვე მოეშვნენ და მაღაზიებშიც აღარ ატარებენ პირბადეს, აღარ ატარებენ სხვა საჯარო სივრცეებში. დახურულ შენობებში კი არა, მოგეხსენებათ, საფრანგეთმა და დასავლეთ ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, 2-3 კვირის განმავლობაში სიტუაციის გაუარესების გამო, გაამკაცრეს პირბადის ტარების რეგულაციები და ჯარიმები. ჩვენ არ ვემხრობით , რომ სადამსჯელო ღონისძიებები იყოს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი თვითშეგნება, რამაც მოგვიყვანა აქამდე და ჩვენი კარგი დამყოლობა. გთხოვთ, დავყვეთ რეკომენდაციებს. ასევე ღია სივრცეებში, სადაც ვერ იცვლება დისტანცია, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ – პირბადე და დისტანცია არის მთავარი იარაღი კოვიდთან ბრძოლაში, ვიდრე იქნება ვაქცინა და მედიკამენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა იყო 67, ხოლო 90 პირი გამოჯანმრთელდა. დღევანდელ 18 შემთხვევას შორის კი დაინფიცირების ყველა წყარო ცნობილია – შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტი, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.

მსგავსი თემები

7 Thoughts to ““მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით” – ამირან გამყრელიძე”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  4. SMS

    bookmarked!!, I like your blog!

  5. I have been checking out some of your posts and i must say clever stuff. I will make sure to bookmark your website.

  6. I like this website very much, Its a rattling nice billet to read and incur info . “There is no human problem which could not be solved if people would simply do as I advise.” by Gore Vidal.