„თვითმკვლელობის მეთოდები“ – შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი სხვადასხვა საიტს ათვალიერებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი ათვალიერებდა ისეთ საიტებს, რომელიც სიუციდთან იყო დაკავშირებული. „გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ. 2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide – რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები,…

მეტი...

“რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები” – თამარ ბაჩალიაშვილზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ის გვერდებიც მოხვდა,  სადაც 23 წლის გოგონა გარდაცვალებამდე შევიდა. „მედიაცენტრი მთავარი“  შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.    „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია. ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს,…

მეტი...

კლინიკის დირექტორს 100 000 ლრიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეუფარდეს

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხუჭულავას – პატიმრობა. შეგახსენებთ, რომ საუბარია ახალგაზრდა გოგონას ოპერაციის შემთხვევაზე, როცა ანესთეზიის შემდეგ, ის კომაში ჩავარდა და 20 თვე ამ მდგომარეობაში იმყოფება.

მეტი...

“არავინ არ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა” – ირაკლი თოფაძე

ირაკლი თოფაძისთვის უცნობია, ვინ დაჭრა მისი შვილი, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა მისივე ინფორმაციით, გამომძიებელს ჯერ ინფორმაცია არ მიუწოდებია. „არ ვიცი ანერვიულებული აღელვებული და მისცა რაღაც ჩვენება, რა ჩვენება მისცა არ ვიცი გოგი არ შესწრებია ამ ჩხუბს, მე და გოგი ერთად ავედით და უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. ჯერ ჩემთან გამომძიებელი არ მოსულა და არ უთქვამს იმან დაჭრაო, არავინ არ ამტკიცებს, რომ ქალბატონი ნინოს შვილმა დაარტყა, ჯერ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ დაუდია, თუ დაარტყა და დაჭრა ჩემი შვილი ვერ გეტყვით, ჯერ არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ იმან დაჭრა“, – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო დასრულდა, მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა

4 საათიანი წინასასამართლო სხდომის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ნაწილზე არსებითი განხილვა იწყება. სასამართლოში 6 არასრულწლოვანთან დაკავშირებით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გადაიხედა აღკვეთის ღონისძიების ფორმაც და ის უცვლელი დარჩა. გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და არაობიექტური იყო, ვინაიდან საქმეში გიორგი მერაბიშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობების ნაწილი დააკმაყოფილა, ნაწილი კი არა – მოსამართლის გადაწყვეტილებით გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის ჩვენებები საქმეში რჩება. “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარმომადგენლების პოზიცია, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. არ იქნა…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა 18 აგვისტოს გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. დახურული პროცესების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობების ნაწილი დაუშვებლად ცნო, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ადვოკატების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ასევე, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ეხება. მათ შორის, ადვოკატების ნაწილი ითხოვდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების გადაცემას. ბრალდების მხარის ინფორმაციით, სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე არ დააკმაყოფილა და მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატებს მათ იმ შუამდგომლობაზე, რომელიც ბრალდებული…

მეტი...

გოგი თოფაძის შვილი აცხადებს, რომ მან არ იცის, შვილი ვინ დაჭრა

გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ჯერ მისი დაკითხვა არ მომხდარა. დაზარალებულის მამა კი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ დაჭრა ლევანი.    ირაკლი თოფაძის თქმით, მასთან არც გამომძიებლები ყოფილან. „ჩვენთვის უცნობია, ჩემს შვილს ჭრილობები ვინ მიაყენა. გოგიმ რა ჩვენება მისცა არ ვიცი. შეიძლება, აღელვებული იყო და მოყვა რაც იცოდა. თუმცა, ჩვენ, არც მე და არც გოგო ფაქტს არ შევსწრებივართ. ჩვენ მერე ავედით, როცა ყველაფერი მომხდარი იყო. რატო გადაუკვალიფიცირეს ბრალი და რატომ დაუმძიმეს მუხლი ვერ გეტყვით, ჩემთან გამომძიებელი არც მოსულა და არავის უთქვამს, რომ მან…

მეტი...

„ეს დამოკიდებულება გექნებოდათ ჩემს ადგილას?“ – კახა კალაძე

 „ ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას გააკეთებდით? აირჩევდით იმას, რომ მოდი, არაფერი გავაკეთოთ, მერე ვიღაცა მოვა და ის მიხედავს, მე თავი რატომ ავიტკივოო? ეს დამოკიდებულება გექნებოდათ ჩემს ადგილას? მე ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს“ – ამის შესახებ განაცხადა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის პროექტის განხორციელების შემდეგ, ადამიანების განაწყენება და გაღიზიანება სამართლიანად ესმის, თუმცა მისივე თქმით, საინტერესოა რას გააკეთებდა რიგითი მოქალაქე იმისთვის, რომ დედაქალაქში  არსებული…

მეტი...

რაჭაში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა. 75 ოჯახისთვის, სოფელ ჭიორაში, 160 ოჯახისთვის სოფელ გლოლაში და 250 ოჯახისთვის სოფელ ღებში ფქვილის ტომრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. ,,ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სტიქიის ზონაში და წარმატებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რათა  მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

2 წელია, გოგონა კომაშია – თაღლითი ექიმების მსხვერპლი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. დაზარალებული ოჯახის ადვოკატი მაია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” ექიმებს ოპერაციის გაკეთების დროს შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდათ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო დაკავებულ პირებს პატიმრობაში დატოვებს. „ორი წელია, დაზარალებული ნათია ცირეკიძე კომატოზურ მდგომარეობაშია. მშობლები განადგურებულები არიან. მივესალმები, სახელმწიფო ბრალდებას, რადგან ბრალი წაუყენა იმ უკანონო ქმედებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო დასკვნა, სადაც ადასტურებს, რომ სწორედ იმ პირებს, ბატონ ყიფიანს, ლობჟანიძეს, ხოჭოლავას, ყველას დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან…

მეტი...

თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში – რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში – უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები. მათივე ინფორმაციით, გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 1000-მდე…

მეტი...

“დადგება დრო, როდესაც აღარც თქვენ მოგინდებათ, სააკაშვილზე კომენტარი სთხოვოთ ვინმეს” – თეა წულუკიანი

“მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალად იქცა, ქვეყნის გარეთ კი ღამურას დაემსგავსა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მმართველი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი. „დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც აღარც თქვენ მოგინდებათ, სააკაშვილზე კომენტარი სთხოვოთ ვინმეს და მითუმეტეს, ჩვენ არ ვიქნებით ვალდებული, რამე ტიპის განცხადება გავაკეთოთ იმ ფუგურაზე, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია…

მეტი...

“გლოვის ამ მძიმე პერიოდში ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ” – გიორი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს. „ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტისსა და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, შეაფასეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ თუ პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვით მიმართულებებში, რაც მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას ემსახურება. ამავე ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, ქვეყანამ შესძლო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის სანიმუშოდ განხორციელება და, ბუნებრივია, შეხვედრაზე საუბარი ამ საკითხსაც შეეხო. როგორც ამ კუთხით ვითარების შეფასებისას ითქვა,…

მეტი...

„კარგია, რომ სტატიაში საუბარია საქართველოს წვლილზე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში“ – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ The Heritage Foundation-ში გაომქვეყნებულ სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი და მასში ხაზგასმითაა საუბარი როგორც საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ასევე  ორმხრივ ინტერესებზე. „The Heritage Foundation-ში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს. ძალიან კარგია, რომ იქ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და საუბარია ორმხრივ ინტერესებზე, რაც ყოველთვის აკლდა ამ საუბრებს და შეფასებებს, ორმხრივი ინტერესებეი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოწვევები,  მხოლოდ ასე შედგება ჩვენი ორმხრიივი ურთიეთობა. კარგია, რომ საუბარია საქართველოს წვლილზე, მინიშნებაა, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება…

მეტი...

ექიმების მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ექიმები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწრება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ბრალდების ვერსია უსაფუძვლოა და დაკავებულებს საქმიანობის ლიცენზია აქვთ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ლიცენზია ვადაგასული იყოს. ბრალდებულების ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის თქმით, არც ერთი საფუძველი არ არსებობს, რომ დაკავებულებს არათუ პატიმრობა შეეფარდოთ, საერთოდ ბრალდებულებად იქნენ ცნობილი. „მე გადმომეცა საქმის მასალები და გავეცანი სრულიად დეტალურად. მხოლოდ გამიღრმავდა ის საფუძველი,…

მეტი...

ქუთაისში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებული მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები შენობიდან გაიტანა. როგორც დაკავებული აცხადებდა, მას ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა. ადგილზე სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.

მეტი...

“დღეს სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მარტიდან დაახლოებით 50-ათასამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ საკარანტინო სივრცეებში” – მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  საკარანტინო ზონების მოწყობის 5-თვიანი პერიოდი შეაჯამა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელებით ვირუსის პრევენციასთან ერთად ტურიზმის ინდუსტრიაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი.  “დღეს სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მარტიდან დაახლოებით 50-ათასამდე  ადამიანს ვუმასპინძლეთ საკარანტინო სივრცეებში. სხვადასხვა უწყებების დახმარებით შევეცადეთ მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა მოქალაქეებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, პროექტში ჩართული გვყავდა 144-მდე სასტუმრო. ეს ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი. სახელმწიფომ სასტუმროებთან ათი ათასამდე ოთახის გამოსაყენებლად  კონტრაქტი გააფორმა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია…

მეტი...

„სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“ – შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში. საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის…

მეტი...

“გამოსაკვლევია ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნება, საიდან მოვიდა, ვინ არის და რას წარმოადგენს” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ჯერჯერობით, ვერ დაუსახელეს. “გავეცანი დაკითხვის ოქმებს. ამაზე დაწვრილებით ბატონი მიხეილი გააკეთებს კომენტარს. ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. კამერების ჩანაწერებს დრო უნდა, რომ ამოვიღოთ და ყველა კამერა გავშიფროთო. FBI-ის ჩართულობის თარიღს ზუსტად ვერ მეუბნებიან. ირაკლი შოთაძეს სავარაუდოდ შევხვდებით. დრონის კადრები არსებობს და ამ ეტაპზე, ვერ იქნა ნანახი. აქამდე ვაკუუმში ვიყავი.”- განაცხადა ბაჩალიაშლის დედამ.  გარდა ამისა, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, გამოსაკვლევია. “გამოსაკვლევია ბაჩანა…

მეტი...

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნთა პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომაზე განხილავენ მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ადვოკატები ითხოვენ, რომ დაუშვებლად იყოს ცნობილი ბრალდების მხარის შუამდგომლობები, რადგანმ ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარის მასალები ვერ ამტკიცებს მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას. ადვოკატი როსტომ კერესელიძე, საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოწმეების ამირხანაშვილის და ახვლედიანის ჩვენებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. ასევე, ადვოკატები ითხოვენ დევნის შეწყვეტას. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეც მოითხოვს ადვოკატების გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბრალის დასადასტურებლად და ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემა მოხდეს.…

მეტი...

სვანეთიდან დაკარგული ილია ფილფანის საძიებო სამუშაოების შესახებ დღეს შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის საძიებო სამუშაოების შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს 15 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი გამართავს. 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

მეტი...

“ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა” – ნათია თურნავა

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სტატისტიკა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია და დღეის მონაცემებით, 2 700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნესვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა. მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბიზნესვიზიტორებს უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტები. „ასეთი მიდგომა ჩვენთვის არის უსაფრთხო და გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი, არ შენელდეს ინვესტორებთან ურთიერთობა. გუშინაც საქართველოს სტუმრობდა…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ სწავლის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე სექტემბერში სასწავლო პროცესიც დაწყებაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს. როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. „დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც, აუდიტორიებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მეტი...

„ემიგრანტთა გამორჩეული თაობების წვლილი უდიდესია იმაში, რომ დღეს, საქართველო ევროპაში ბრუნდება“ – არჩილ თალაკვაძე

„ამ დარბაზში თავმოყრილია ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა და  ანდერძი, რომელიც საქართველოს ევროპაში დაბრუნებას უკავშირდება – ევროპაში დაბრუნება, საქართველოს ევროინტეგრაცია არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენი ხელისუფლება განუხრელად ასრულებს საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მიერ ევროპაში დასაბრუნებლად გავლილ გზასა და ამ პროცესში ქართული ემიგრაციის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, რომ არა ის ადამიანები, ვისმა ნააზრევმაც ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოიყარა თავი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუძლებელი იქნებოდა. „რომ არა ის ადამიანები, ვისი წიგნებიც, ნააზრევი და ბიოგრაფიებიც…

მეტი...

სწავლა განახლდება, თუმცა, ერთ სივრცეში 20-ზე მეტი ადამიანი ვერ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში, როცა სწავლა განახლდება, საკლასო ოთახსა თუ აუდიტორიაში 20 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, სტანდარტების დაცვა ვერ მოხერხდება. „სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ…

მეტი...

ბიბლიოთეკები მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ბიბლიოთეკების მუშაობა. როგორც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, ბიბლიოთეკები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ. ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით შესაბამისი პროტოკოლი უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ბიბლიოთეკების მუშაობა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეწყდა.

მეტი...

„ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას“ – კახა კალაძე

საზოგადოებირივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან კონცეფციის თვასაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა. „მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას.  წარმოიდგინეთ,  გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% – 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება,…

მეტი...

სოფელ ქვემო ლისში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სოფელ ქვემო ლისში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა. „ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს  ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. „საქმიანი ეზო“ უზრუნველყოფს მოსახლეობის  მერქნული რესურსით  მომარაგებას. ჩვენი მიზანია, სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს კომფორტულმა სერვისებმა ჩაანაცვლოს და მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საშეშე მერქანი, ისე სხვა მერქნული რესურსი. ამ მიმართულებით, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც  ბოლო 2 წლის განმავლობაში  იქმნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განვითარდა და გაძლიერდა…

მეტი...

„ჩემთვის დედაქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე“ – კახა კალაძე

„შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერის სტატუსი მიმზიდველი და პრივილეგია იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე,“ – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვიყავი, როდესაც გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, ამის შემდეგ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე, რადგან კარგად მესმის ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება,  ეს პასუხისმგებლობა აგვეღო. ასევე, ჩვენ…

მეტი...

“სატრანსპორტო რეფორმის შემუშავების დროს, მთავარი პირობა იყო, რომ პროცესში პოლიტიკა არ შემოგვეტანა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იყვნენ ჩართული. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. „როდესაც დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები, ექსპერტები, ვისაც ანალოგიური პროექტები ჰქონდა გაკეთებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის ჩემი ახირება ან ჩემი „ხუშტურები“. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც…

მეტი...

“მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა” – ანრი ოხანაშვილი

მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა, მაგრამ მის პოლიტიკურ სისულელეებს რეალიზება არ უწერია, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით. როგორც ოხანაშვილი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირება, სავარაუდოდ ექნება. „მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს ეს, რადგან ამ პოლიტიკურ სისულელეებს არანაირი რეალიზება არ ექნება. შესამაბისად საზოგადოება იღებს გადაწყვეტლებას, როგორც კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ჰგონია, რაიმე სერიოზულს საუბრობს, თუმცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰყავს მხილებული, რომ ის არის კირიმინალური…

მეტი...

„ამ ბოლო დროს გახშირდა ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდა“ – ალი ბაბაევი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაივი უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძე უჩივლებს, ალი ბაბაევი თვლის, რომ საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიეწოდება. „9 თაობა დაბადებული ვართ საქართველოში და არასოდეს გვიღალატია ქვეყნისთვის, ამ ბოლო დროს გახშირდა ანტი აზერბაიჯანული პროპაგანდა, თითქოს აზერბაიჯანი ოკუპანტი ქვეყანაა და ჩვენ ვართ გამყიდველები, მათ შორის მეც, ამ განცხადების გამკეთებელი ადამიანი, არის პირი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ იქიდან გააგდეს თუ წამოვიდა, შემდეგ გახდა უფლაბადამცველი, ის ხმამაღლა ლანძღავს აზერბაიჯანელ საზოგადოებას, ხალხი მეკითხება რა უნდა ნიკოლოზ მჟავანაძეს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შევიტანოთ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ბატონმა ნიკოლოზ მჟავანაძემ…

მეტი...

„55 – 60 % – ს აიღებს „ქართული ოცნება“ – სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„სავსებით შესაძლებელია 10 სუბიექტი მაინც იყოს მომავალ პარლამენტში, რადგან 1% – იანი ბარიერი ბევრისთვის ხელმისაწვდომია,“ – მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა. სიმონ ნოზაძე თვის, რომ მმართველი გუნდი ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს: „მე მგონია, რომ 55 – 60 % – მდე მიიღებს „ქართული ოცნება, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე გავა და მიიღებს სავარაუდოდ 12 – 14 პროცენტს, მე რასაც ვაკვირდები დანარჩენი პარტიები 3- 4 % – ის ფარგლებში იქნებიან, ახალი პარტიები კი ერთ პროცენტს მიიღებენ, მე არ ვიცი რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება,“ მათ შეუძლიათ…

მეტი...

„საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – სიმონ ნოზაძის ანგარიში „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძე  „,მედიაცენტრ მთავარში“ ანგარიში წარადგინა. დეპუტატმა იმ  საკითხებზე ისაუბრა რაც პარლამენტში განსახილველად იქნება წარდგენილი, ძირითადი აქცენტები კვლა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, განათლების სისტემასა და მუნიციპალიტეტების განვითარებაზეა გამახვილებული. “მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...