“2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს” – თორნიკე რიჟვაძე

2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს, როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ, ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს  როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავითვალისწინებთ სიით შემადგენლობაში, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავდეს თავისი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში.

„2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს, როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

ამ ყველაფერზე, ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას როგორც თქვენთან, ისე სოფლის, დაბის დონეზე. ყველა ის მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, მაღალი ხარისხით, მიმართულია იქით, რომ თითოეულმა ხელვაჩაურელმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დონეზე იგრძნოს ეს მიღწევები.

ძალიან მალე დასრულდება გაზიფიცირება და ყველა მიიღებს ბუნებრივ აირს საკუთარ ოჯახებში. ასევე, ჩვენ ერთად, ძალიან აქტიურად ვავითარებთ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ხელვაჩაურში, არც ერთ დასახლებულ პუნქტში, მწვავედ აღარ იდგეს წყალმომარაგების პრობლემა. ამავე დროს, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არც ერთი დაბა, ხეობა არ დარჩეს თანამედროვე გზების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე.

ამ ყველაფერს სჭირდება თქვენი თანადგომა. ბუნებრივია, მოველით და გვაქვს იმის იმედი, რომ კიდევ ერთხელ დაგვიდგებით გვერდში, რათა ერთად გავაგრძელოთ იმ ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი თემები