მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  •  

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, 1800 კვ. მ ფართობზე საბავშვო ზონები განთავსდება. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სიტემა. ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. სკვერში მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება. ასევე, ახალი ნარგავები გაშენდება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

„სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. რაც მთავარია, ის ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება და ქალაქს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება. სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 688 737 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  4. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.