საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1487 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19  პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1240-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსისშედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაგეგმილია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანის საქმის განხილვა. წინასწარი ინფორმაციით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა. ზ.ხ. თავად უთხრა მის პირველ ადვოკატს რომ არ მიეღო სასამართლო განხილვებში მონაწილეობა, რადგან თავად ბრალდებული უნდობლობას უცხადებდა გამოძიების პროცესს. წინასწარი ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე გამოიკითხებიან საქმის გამომძიებლები და ასევე ის პირები, რომლებიც 18 ივნისის ღამეს მცხეთაში წვეულებაზე…

მეტი...

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.) „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმეზე  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...