თბილისი-ზუგდიდის რეისზე კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ერთად ვაგონში მყოფი მგზავრების მოძიება გრძელდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის იმ ვაგონის მგზავრების მოძიება გრძელდება, ვინც დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა ქალთან მგზავრობდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მოძიებულია ხუთი მგზავრი. სამი მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა, ხოლო ორი კარანტინში გადაიყვანეს. „კოვიდ-19“ დღეს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. ის ზუგდიდში 28 აგვისტოს ჩავიდა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. წუხელ მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პაციენტი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასტუმროში ჩატარდა დეზინფექცია და თანამშრომელი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, თვითიზოლაციაშია.

მეტი...

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხევში გადავარდა. მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში ამბობენ, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდათ.  უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა.

მეტი...

“შუახევმა, თავისი უდიდესი პოტენციალით, ძალიან დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობაში” – თორნიკე რიჟვაძე

შუახევმა, თავისი უდიდესი პოტენციალით, ძალიან დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობაში და შუახევი ჰესი ამის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შუახევში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, ჩემს შუახეველებს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და ასევე მოგილოცოთ, რომ ჩვენმა გუნდმა არჩევანი გააკეთა თქვენს ძალიან ღირსეულ მერზე, რომელსაც ამ მოკლე პერიოდში უამრავი მიღწევა აქვს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან სიღრმისეულად ისაუბრა იმ მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს შუახევში. შესაბამისად, მე აღარ დავიწყებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას. დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქედის შემდეგ შუახევში წარადგინა

მმართველმა გუნდმა დღეს ქედის შემდეგ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები შუახეველ ამომრჩეველს წარუდგინა. მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმნენ. პრემიერ-მინისტრმა შუახევში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, რეგიონში მიწის რეფორმის დასრულებაზე, ფერმერთა მხარდაჭერასა და სხვა პრიორიტეტებზე ისაუბრა. „ყველაზე კარგად ვიცით, სად, რომელ სოფელში და დაბაში რა არის გასაკეთებელი, ეფექტური მთავრობა გვყავს, რადგან ვართ ორიენტირებული ადამიანზე. რა თქმა უნდა, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ და წარმატებებს გისურვებთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები…

მეტი...

“არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს გასაკეთებელი საქმე, ჩვენი ბავშვების, შვილების მომავალი” – გიორგი გახარია

არ გვაინტერესებს წარსული, გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე, გვაინტერესებს ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი, – ამის შესხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შუახევში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, აჭარაცა და მთლიანად საქართველოც სტუმრებმა უნდა გაიცნონ და ყველამ ნახოს, რომ ეს მხარე არის წარმატებული, ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებითა და მომავლით. მისივე თქმით, უშუალოდ შუახევში დარჩენილია ბრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ განათლებაზეც გაამახვილა ყურადღება…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერები შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და  შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევში, საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს. შენდება 240 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, ღია და სპორტული მოედანი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება…

მეტი...

სოფელ ალში ჭაში ორი ძმა დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალში. ჭაში ორი ახალგაზრდა ჩავარდა და დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ძმები იყვნენ.

მეტი...

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია

დღეს დადასტურებული კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარის რეგიონში გამოვლინდა. 1 ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდანაა, ქობულეთის სასტუმროს მეპატრონესთან კავშირში მყოფი პირი, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს – 2 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთ პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო 2-ის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს იკვლევენ. გარდა ამისა, დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან  გადმოიყვანეს კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი. საშუალო ასაკის კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1469-ს შეადგენს.  გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი და მათი რიცხვი 1221-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქედაში პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ და  შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს.როგორც ღვინის ქარხნისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაბა ქედაში 2014-2016 წლებში უპრეცედენტო ინვესტიციები განხორციელდა.  კომპანია KTW-მ ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა – ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნენა”.ღვინის ქარხანაში, სადაც სახელმწიფო პროგრამის  – „აწარმოე საქართველოში“…

მეტი...

“ქედის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა” – კახა კალაძე

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ქედაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა. მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის როგორც დაფინანსება, ისე…

მეტი...

“არავის ეგონოს, რომ მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო დატოვებს” – გიორგი გახარია

სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, ვიდრე ის ძლიერი ფერმერი არ გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ბავშვები, მათი განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია. ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, გლეხს უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, არავის…

მეტი...

კინო “საქართველოსთან” ორი საცხოვრებელი დაიწვა

კინო “საქართველოსთან”, ღრმაღელის 4 ნომერში ხანძრის შედეგად, ორი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ დაზიანება არავის მიუღია. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ძველი გაყვანილობა სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძროს, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1469 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1221-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს გადააჭარბა

პანდემიას 846 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსი დაძლია 17,5 მილიონმა პაციენტმა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამინს დაუდგინეს. მეორეზეა ბრაზილია 3,8 მილიონი შემთხვევით და მესამე ადგილზე ინდოეთი 3,5 მილიონი ინფიცირებულით. ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება დასავლეთ ევროპაში, რასაც სპეციალისტები შვებულებების პერიოდს უკავშირებენ. ამის გამო ქვეყნების ნაწილი იძულებულია, გაამკაცროს შეზღუდვები. გერმანიაში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებების გამართვა, სადაც ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა რთულია. უნგრეთში კი პირველი სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაიკეტება. ეს შეზღუდვა თვის ბოლომდე გაგრძელდება. მანამდე, საზღვრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინაშიც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური…

მეტი...

მარჯანიშვილზე – ერთ-ერთ კაფეში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

წუხელ, ტრაგიკული შემთხვევა მარჯანიშვილზე – ცოტა ხნის წინ, მარჯანიშვილის მოედანზე, კაფე ბარ “გრინფოინთში” 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა დენის დარტყმამ გამოიწვია. ცხედარი შესაბამისმა სამსახურმა პროზექტურაში უკვე გადაასვენა.

მეტი...

“გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს” – რესან კონცელაძე

გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა, – განაცხადა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად მისი წარდგენისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რესან კონცელიძემ. „გულწრფელი მადლიერება მინდა, გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა, თქვენ წინაშე წარვმდგარიყავი. დღეს აქ ჩემი ქვეყნის, ჩემი კუთხისა და ქალაქის სიყვარულმა მომიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელს, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა, უყვარს თავისი ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების შესაბამისად. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ჩვენი ქალაქი ჯერ კიდევ მრავალი…

მეტი...