მესტია 112-მა მოქალაქემ დატოვა, ისინი სავალდებულო კარანტინს გაივლიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, დაბა მესტიაში გუშინ აღებული 800-ზე მეტი ნიმუშიდან 600-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, 200-ის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც თორიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღეს გამოსაკვლევად კიდევ 500 ნიმუში შეგროვდა. „რადგან გამოვლენილი ტესტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებული იყო დაბა მესტიის მკვიდრი, ეპიდემიოლოგებთან ერთად, შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, მასშტაბური კვლევები ჩაგვეტარებინა დაბა მესტიაში. აქ მუშაობდა რვა ჯგუფი, დანარჩენები კი მუშაობდნენ სხვა ლოკაციებზე. დღეს აიღეს 500-მდე ნიმუში, რომელთა პასუხები იქნება ხვალ ცნობილი. გუშინ აღებული 800-ზე მეტი პასუხიდან 600-ის პასუხი არის უარყოფითი, დანარჩენს ველოდებით“, – აღნიშნა მალხაზ თორიამ. მისივე ცნობით, დღეს მესტიიდან…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. წინასასამართლო სხდომის თარიღზე დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ მიეცათ არაგონივრული ვადა, რადგან პროცესის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა უკვე მტკიცებულებები უნდა გაცვალონ, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მათ მიეცათ თითქმის ცხრადღიანი ვადა, რათა ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად მტკიცებულებები მოიპოვონ. რაც შეეხება ბრალდებულ არჩილ გაგნიძის დაცვის პროცესში სახაზინო ადვოკატის ჩართვას, როგორც მისი სხვა ადვოკატები ამბობენ, გაგნიძემ ეს დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტა და აცილება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ…

მეტი...

ბელაურსში აქციას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით  აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. დაღუპული 25 წლის კაცის  დედa მედიასთან აცხადებს, რომ მის შვილს გულის პრობლემები ჰქონდა და დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს. აქციების დაწყების შემდეგ, ეს მეორე დაღუპული დემონსტრანტია. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებთან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ ტყვიები არ გამოუყენებიათ. შეგახსენებთ, ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3…

მეტი...

115 დევლინ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

115 დევნილ ოჯახს,  საქართველოს მთავრობის განკარგულებით,  საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. “დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ”, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, – ნათვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

განცხადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, რომელიც ეხება  13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას. “საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

თბილისში მოძრაობა იზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. ასევე, გამსახურდიას სანაპიროზე ორივე მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტს თითო ზოლი დაეთმობა. „გორგასალის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება ოთხ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროსკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ორი ზოლიდან ერთი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმობა, ხოლო მეორე – კერძო ავტომობილებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი იმოძრავებს…

მეტი...

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, ჯაფარიძე კი ყველზე არაპოპულარული

“ხელისუფლება ორპოლუსიანობის სცენარით ცდილობს წინ წამოწიოს ის პოლიტიკოსი, რომელსაც არანაირი რეიტინგი არ აქვს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მოქალაქეების“ დიდუბე – ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძეს მიაჩნია, რომ მას მოგების დიდი შანსი აქვს და გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატს ურეიტინგო პოლიტიკოსად მოიხსენიებს: „ზურაბ ჯაფარიძე არის ყევლაზე არაპოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში ყველა კვლევით. მე ათი დღეა ვაწარმოებ კამპანიას და არც ერთხელ გია ვოლსკის ჩემთვის არ უპასუხია, ის პასუხობს ზურაბ ჯაფარიძეს, ეს ხდება პატარა მოედანზე, ვოლსკი ეცდება არ უპასუხოს ანა დოლიძეს, ვისაც აქვს რეალური შანსი, რომ დაამარცხოს ის და უნდათ, ორპოლუსიანობის სცენარით წამოწიონ…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაიმართება

19 წლის მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. მცხეთის საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხანში დაიწყება, სადაც წინასასამართლო სხდომის თარიღზე უნდა იმსჯელონ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი როდის მოხდება 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმის ახალ მასალებში მოწმის გურამ ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენება დევს. “დღეს სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღზე მხარეებთან შეთანხმებით და სასამართლო არ იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ვინაიდან მსგავსი სახის შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ახალ მასალებს სრულყოფილად ვიცნობ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალ მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დასაცავი პირის…

მეტი...

„ვიღაცეებს 200-300 ლარს თუ დაურიგებენ, ეს ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის” – დავით ჭიჭინაძე

თუ დღეს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმე ხდება და მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა, მე ვაცხადებ, რომ ოქტომბერში ამას იტყვის მოსახლეობის 80%! რადგან სამუშაო ადგილები ყოველ დღე იკარგება,“ – ამისშესახებ  პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება: „მოსალოდნელ მძიმე შედეგებს ეკონომიკაში არც პრემიერი გახარია უარყოფს და საკმაოდ უიმედოდაც გამოიყურება. ეს კი, პირველ რიგში, „ოცნების“  საარჩევნო კამპანიაშიც ჩანს, რადგან მათ ისიც კი არ იციან რას დაჰპირდნენ ამომრჩეველს. ხოლო მარტო ის, რომ ვიღაცეებს 200-300 ლარს დაურიგებენ, ეს ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი…

მეტი...

“რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი – დავით ზალკალიანი” დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეოკონფერენციაზე “საქართველო და მისი სამეზობლო” ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მან ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციაზე, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე. “12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. უკვე 12 წელია, რაც საქართველო ომის მდგომარეობაშია. რუსეთი გამუდმებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამას თან ერთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული ახალი ტიპის ბერლინის კედლები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები,…

მეტი...

იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

„როიტერსი“ – ის ცნობით, ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, მათივე ცნობით მომხდარს ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს. დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში გამოიკვლია, რომელსაც ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე ახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა. ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია. ცნობისათვის, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

მეტი...

უმეტეს მუნიციპალიტეტში, „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ რეაგირებს

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“  საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გადაამოწმა და დაასკვნა, რომ კამერები თითქმის გათიშულია და არ ფუნქციონირებს. როგორც დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვიდეოკამერების ფუნქციონირება მათ უკვე მეორედ გადაამოწმეს. „ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა. შესწავლის მეთოდოლოგია: ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება…

მეტი...

ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება

ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია. რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. “მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.

მეტი...

თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

გუშინ გვიან ღამით, თბილისში, ცირკის ახლომდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული გუშინ ღამესვე, ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  

მეტი...

“მეწარმეთა კანონის რეფორმას ბიზნესმენები მრავალი წელი ელოდნენ ” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მეწარმეთა კანონის რეფორმას არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელი ელოდნენ. თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიც არის გადმოტანილი. “ამ კანონით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება, ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას. ეს არის მასშტაბური რეფორმა. ეს არის ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. პროექტში ევროპული, ევროკავშირის დირექტივებიც არის გადმოტანილი,” –…

მეტი...

„თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება“ – გოჩა ენუქიძე

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი, რაჭის დეპუტატის ინფორმაციით, დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატიც დაიცავს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა უარი თქვეს საქმის მასალების ჩაბარებაზე და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. პროკურატურის განმარტებით, იმის გამო, რომ ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით დაენიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი. სწორედ ამ ადვოკატს გადაეცა საქმის მასალები და ასევე, ეს მასალები გაეგზავნა ბრალდებულს. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე. სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საკითხზე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს საქმიდან მათ ჩამოცილებას. მისი თქმით, ეს ნიშნავს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის საქმეში…

მეტი...

მესტიაში სიტუაცია კონტროლირებადია

მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ, შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ დისტრიბუციის მანქანებს. ასევე ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილია სპეციალური კარავი, სადაც ადგილობრივების შემოწმება და თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 სწორედ ლენჯერის თემში დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი ლენჯერში სულ 31 კოვიდ-ინფიცირებულია.

მეტი...

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

 „თქვენ ხართ გულიანი ადამიანი, რომელმაც სიტყვის ფასი იცის. მადლობა ჩვენი სოფლის პრობლემების გადაწყვეტისთვის. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“- ამ სიტყვებით შეხვდა გოგი მეშველიანს მამხუტის მკვიდრი ილგამ ოსმანოვი. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო მმართველი გუნდის კანდიდატი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების: ჭაპალის, სავანეთის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და მამხუტის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა, გოგი მეშველიანს ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს, აღნიშნულ დასახლებებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა , გაზიფიცირდა სოფლები: მამხუტი, ზემო და ქვემო არქევანი, სრულად რეაბილიტირდა იმირასანის სარწყავი არხი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი მოსახლეობის განწყობა, გვქონდეს…

მეტი...

17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 7 კი კრიტიკული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „კოვიდინფცირებული“ რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. „დღეისთვის კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. ჩვიდმეტი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.  გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1,33%-ია“ – განაცხადა ინფექციონისტმა მედიასთან. ინფორმაციისთვის,  საქართველოში კორონავირუსის  5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კი 1 283 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

„გორგია“ ექსპლუატატორია ის თანამშრომლების ექსპლუატაციას ეწევა” – მიმართვა შრომის ინსპექციას

„ბექა ფერაძემ, რომელიც შრომის ისნპექციას ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყოს ამ საქმის მოკვლევა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „გორგიას“ მიერ დაზარალებული დასაქმებულების ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა. ადვოკატი „გორგიას“ ექსპლუატატორ კომპანიად იხსენიებს და აცხადებს, რომ შრომით ხელშეკრულების მუხლები, რომელიც „გორგიას“ მიერაა შედგენილი ადამიანების ფუნდამენტალურ უფლებებს არღვევს: „გორგია“ არის ექსპლუატატორი, ის ეწევა თანამშრომლების ექსპლუატაციას, დღემდე და თუ შრომის ინსპექცია არ მიხედავს ამას სავალალო შედეგებამდე მივალთ. მათ დროულად უნდა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ზარალი სავალალო იქნება. თითოეული დაზარალებულის მიმართ დავალიანება არის 8 – 12 000 ლარამდე. შრომით ხელშეკრულებაში არის კაბალური მუხლები, არისის არაპროფესიონალების…

მეტი...

„გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია“ – მასშტაბური აქცია პარლამენტთან იგეგმება  

მოძრაობა “ შემახე ამნისტია “ 22 აგვისტოს,18:00-ზე პარლამენტთან მართავს მასშტაბურ აქციას, სადაც საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.  „ამნისტია არის სრულიად ჰუმანური აქტი ,რომელიც უნდა ხორციელდებოდეს პერიოდულად! 8 წელი მიიწურა ,რაც საქართველოში მსგავსი აქტი არ გამოცემულა!  8 წელი ძალიან დიდი დროა❗ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან,რომ არჩევნებამდე ეს ყველაფერი ძალაში შევიდეს! გავაგონოთ მათ პატიმრების ხმა ! დიდი ძალა ვართ ერთად! სტატისტიკურად კრიმინალის გაზრდა არ უკავშირდება წარსულში ნასამართლევ პირებს.  სალომე ზურაბიშვილმა სულ ჯამში რამდენიმე პატიმარი შეიწყალა და საკმაოდ დიდ დანაშაულზე. ამ დროს სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რით უნდა…

მეტი...

„ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს“ – პრემიერი ჩვენ

“უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის 10 თეთრით სუბსიდირების შესახებ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოოდ, ეს ფასი ფერმერებისთვის იქნება არა ნაკლებ 22 თეთრისა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. „ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, რომ მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს…

მეტი...

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

„რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაჭის სტიქიის შედეგებიც ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა. მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. პრემიერის თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. „მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, რაჭაში სტიქია გვქონდა საკმაოდ მასშტაბური და მძიმე. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. ასევე ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა…

მეტი...

პრემიერის დავალებით, ავტომობილების განბაჟება გადავადდება და ის 24 000 ადამიანს შეეხება

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა, ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადაავადოს. 30 მილიონზე მეტი შეღავათი 24 000 ავტომფლობელს შეეხება. “უმჯობესი იქნება, რომ ავტომობილების განბაჟება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება მისცა ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ ავტოიმპორტიორების მხრიდან რამდენჯერმე იყო შესაბამისი მომართვა და მთავრობამ აღნიშნული ნაბიჯი ერთხელ უკვე გადადგა. „კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავავადეთ ფისკალური…

მეტი...

„გორგიადან“ გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ – განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ადამიანები 3 – 4 თვე დატოვეს უმუშევრად და ანაზღაურების გარეშე . ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა შრომის ინსპექციამ აიყვანოს ეს საქმე პირად კონტროლზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გორგიას“ მიერ დაზარალებული დასაქმებულების ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა. „გორგიას“ მიერ დაზარალებულები სამართლებრივ დავას იწყებენ, თუმცა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება საქმე მათი მხრიდან იურიდიულ ინტერესს დაკარგავს: „საქართველოში პანდემია არაა შეფასებული ფორსმაჟორად, ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი დავა,  როდესაც ნახეს, რომ სასამართლოში ვიყავით შედგა კომუნიკაცია, მაგრამ უშედეგოდ. გაცდენილი პერიოდი უნდა ანაზღაურებოდათ, კომპენსაცია მიეცათ ამ ხალხისთვის და სამსახურში აღედგინათ. ადამიანი სამი ოთხი თვე დატოვეს უმუშევრად. ჩვენი ძირითადი…

მეტი...

იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17.6 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.

მეტი...

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება. „2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 – ით გაიზარდა და 1068 – ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

„საქართველო რეგიონის ლიდერია, აშშ საქართველოს ყველა სექტორის განვითარებაში დაეხმარება“ – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

„საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა“ – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა.  მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში დემოკარტიის შემდგომი გამნტკიცებისთვის საქართველოში საპარალემნტო არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა ამისათვის პოლიტიკურ ნებისა და ქართველი ხალხის მზაობის არსებობის მნიშვნელობა.  აშშ-ს…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 131 ადამიანს ჩაუტარდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 155 შეადგენს, მათ შორის 51 გამოჯანმრთელდა 3 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდ ინფიცირებულთა შორის 6 მცირეწლოვანია.

მეტი...

“კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან ყალბ მონაცემებს დებენ” – მამუკა მდინარაძე

„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს  ერთი უცნაურობა ჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია  მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს,  კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კვლევის შედეგების სხვა ნაწილთან დაკავშირებით, შეიძლება, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონაცემები იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით იქნება არასწორი მონაცემები იმ უბრალო მიზეზის…

მეტი...

ე.წ სვანეთის კლასეტირდან 9 ინფიცირებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, არიან ბავშვებიც

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. “9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები “- განაცხადა ნადირაძემ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12​ კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

მეტი...

“ევროპაში ვირუსის შედეგად სიკვდილიანობის მონაცემები აშშ-ზე 40-%-ით მეტია” – დონალდ ტრამპი

აშშ პანდემიის პრობლემებთან დაკავშირებით ევროპასთან ერთად მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ლეტალური შემთხვევები აშშ-ში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალია, ევროპაში ვირუსის შედეგად სიკვდილიანობის მონაცემები აშშ-ზე 40-%-ით მეტია. დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპისა და მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე უკეთესად მუშაობს აშშ-ის ეკონომიკაც.

მეტი...