“განვიხილავთ კოალიციურ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ – ზვიდა ძიძიგური “მედიაცენტრ მავარში”

„რაც შეეხება, „კონსერვატორების“ პოზიციას, ჩვენ არაერთგზის დავაფიქსირეთ და დღესაც ვამბობთ, რომ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობაში შესვლას,“ – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ძიძიგურმა განმარტა, რომ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სააკაშვილთან ასოცირდებიან, თანამშრომლობას „კონსერვატორები“ გამორიცხავენ, მან არჩვენების თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დღეს უნდა გამოაცხადოს:

„რაც შეეხება, „კონსერვატორების“ პოზიციას, ჩვენ არაერთგზის დავაფიქსირეთ და დღესაც ვამბობთ, რომ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობაში შესვლას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რვა წლის განმავლობაში ვიყავით ერთად, ბევრ რამეზე ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ამიტომ ამ ალბათობას, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და მიგვაჩნია, რომ ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

საქართველოს კონსტიტუციით არის შემოსაზღვრული, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არის ოქტომბრის ბოლოს შაბათ-კვირა და საარჩევნო კოდექსი გვეუბნება, რომ 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს. ამიტომ ამ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დღეს უნდა გამოაცხადოს საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი. ამის შემდგომ უკვე ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო კამპანია ყველა პარტიისთვის და დაიწყება უკვე პროცედურები, რომელიც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.”

მსგავსი თემები