ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 67 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. შედეგად 13 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 117 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა, გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მსგავსად, ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა პროპორციულ საარჩევნო სიაში მყოფ პირებსაც მოუწევთ. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად პარლამენტის წევრობის კანდიდატს.

მეტი...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების 25-ე დღის ნაცვლად, მესამე შაბათს გაიმართება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების 25-ე დღის ნაცვლად, მესამე შაბათს გაიმართება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც არჩევნებიდან მესამე შაბათს იმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომელთაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. კანონპროექტით კონკრეტდება ისიც, რომ თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე…

მეტი...

გიორგი რურუას ადვოკატებმა გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს

 საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს  მსჯავრდებულ გიორგი რურუას ადვოკატებმა. მათი თქმით, საქმეში გამამართლებელი მტკიცებულებები იყო, რაც მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია. „გავასაჩივრეთ ვალერიან ბუგიანიშვილის პოლიტიკური განაჩენი. ეს იყო დაუსაბუთებელი და შეიძლება ითქვას, სასაცილო განაჩენი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები, კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეებს ისეთი რამ დააბრალა, რაც მათ არ უთქვამთ. მეორე მხრივ, მოსამართლემ პოლიციელებთან დაკავშირებით თვალი დახუჭა და საერთოდ არ შეაფასა მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ. ასევე, საერთოდ არც კი იმსჯელა იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გამამართლებელი მტკიცებულება იყო.…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 18:05 საათზე დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“ოთახში მიხეილ რამიშვილი,რომ შემოდიოდა, მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი” – თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

“ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან” – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებიამ, რიტა ზურაბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თამარს სამსახურში უფროსი მოსწონდა. „მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა – ან გადიოდა, ან მე…

მეტი...

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. როგორც ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისინი მხარდაჭერას ბელარუსელ ხალხს უცხადებენ და არა ხელისუფლებას.  “თქვენ იცით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებებს მივიჩნევთ მიუღებლად. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხალხს, ვგმობთ რეპრესიებს და ხელისუფლებას ვთხოვთ ხალხთან დიალოგი დაიწყოს,” – აცხადებს ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

მეტი...

ამომრჩევლის იძულების და დაშინებისა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული

ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს წარედგინება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით…

მეტი...

“ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში, მას თუ ვინმე ელოდება, ეს არის მართლმსაჯულება” – ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

 ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს უსინდისოდ ნათქვამს უწოდებს და აცხადებს, რომ მის ჩადენილ ქმედებებს ბოდიში არ ჰყოფნის და ამაზე შესაბამისი პასუხისმგებლობაა: “ეს ბოდიში არის იძულებითი, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში რომ ერთხელ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ. ისევ ძალაუფლებისთვის, ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს ამ ბოდიშის არავის არ სჯერა, ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში. თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევებზე, ამაზე ბოდიში არ კმარა, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსი კონკრეტულად არის პასუხისმგებლობები. თუ ვინმე მას ელოდება, ეს არის მართლმსაჯულება,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მეტი...

ზ.ხ.-ს მამა ამტკიცებს, რომ საძინებელში მოსასმენი აპარატურა დაუდეს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა და სამართალდამცავები გამოიძახა. მისივე მტკიცებით, დაახლოებით თვენახევრის წინ მსგავსი მოწყობილობა ვახტანგ ჩიქოვანის სახლშიც იპოვა. “მეცინება, ეს არის ბრელოკი და აშკარად მიკროფონი უყენია. საბავშვო სათამაშოს ჰგავს. არ ვიცი ვინ დადო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიპოვე, წაიღონ და შეამოწმონ. მე ვარ ღია და ფაქტია, რომ მედიასთანაც ვთანამშრომლობ, ამას ნუ მაკადრებენ, ეს რა არის საერთოდ?!”- ამბობს თამაზ ხომასურიძე.

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ჩატარებული 33 ტესტის პასუხი უარყოფითია

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ჩატარებული კიდევ 33 ტესტის პასუხი უარყოფითია ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, განმეორებითი ტესტირებები მუნიციპალიტეტში 2 სექტემბრამდე გაგრძელდება. 2 სექტემბერს კი დაბა მესტიასა და ლენჯერს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოეხსნება და მუნიციპალიტეტი გაიხსნება. დაბა მესტია და ლენჯერი უკვე მე-18 დღეა, ჩაკეტილია.

მეტი...

“არჩევნები როცა ახლოვდება, სააკაშვილი ამბობს, მოვედი უკვე აქო, ამას ხელისუფლება წარმატებით იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის” – იაგო ხვიჩია

ჩვენი საქმე არ არის სხვა პარტია ვის აყენებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, როგორც გიორგი ვაშაძის შემთხვევაში არ ვღელავდი ამ საკითხთან დაკავშირებით, არც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვღელავ ამ თემაზე, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებაზე საუბრობს, რასაც ხელისუფლება წარმატებით იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. „რასაც ვუყურებ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სტრატეგიულად, ახლა ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შანსი არის, გამოიყვანოს მტრის ხატად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოდის და ამ არჩევნების დღეს თუ არ დავამარცხეთ, ქვეყანაში რაღაცა კატასტროფა მოხდება. ზოგადად, ეს აძლიერებს, ანუ ხელს…

მეტი...

მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე – თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება შპს „დელუქს-ისნის“ იპოთეკით დატვირთულ ქონებას. უწყების ცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თ.ზ.-მ, ლ.ს.-მ და ლ.ბ.-მ სხვადასხვა მოქალაქესთან გააფორმეს უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაარწმუნეს ისინი, რომ უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, რაც წერილობით ხელშეკრულებებშიც მიუთითეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ.-მ დააფუძნა შპს „დელუქს ისანი“, რომლის საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო ბიზნესი. თ.ზ.-მ 2018…

მეტი...

” ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში” – ილია მეორე

„ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. გარდა ამისა, უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებასა და უსამართლობას. „ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისთვის.…

მეტი...

პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს

პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიას პოლონური მედია ავრცელებს. ამ ნუსხაში საქართველო არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მიიღო. 46 ქვეყანას შორისაა: აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, სომხეთ, ყაზახეთი, მოლდოვა, რუმინეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ისრაელი, და ა.შ. როგორც „ტივიენ 24“ იუწყება, მთავრობის დადგენილების პროექტი 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. ახალი წესები ძალაში ორი სექტემბრიდან შევა. პროექტში ნათქვმია, რომ ფრენების აკრძალვა არ შეეხება სპეციალური შეკვეთით და პრემიერ – მინისტრის თანხმობით შესრულებულ რეისებს. კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, პირველ სექტმებერს გამოქვყენდება.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3-ის წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, 2-ის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3-ზე კი ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის მიზნით. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია. კოვიდ ცენტრებში 232 აქტიური შემთხვევაა , მათგან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 კი მძიმე მდგომარეობაში მყოფია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 18 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა მათი დაავადება არ პროგრესირებს და მოსალოდნელია დადებითი განვითარება.

მეტი...

გოგონა, რომელსაც ავტომობილით დედა დაეჯახა, გარდაიცვალა

6 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში საკუთარ სახლთან მსუბუქი ავტომობილით დედა დაეჯახა, გარდაიცვალა. გოგონას ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. 

მეტი...

“მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება, თუმცა დადებითი დინამიკით: “2 ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ცოდნით ჩაებმებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში” – მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს

განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი ჩატარდა, რომლის მიზანს სხვადასხვა თაობის სტუდენტთა შეხვედრა და გაცნობა და მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა, ასევე 2020-2021 სასწავლო წლის სხვადასხვა სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებმა, რომელთაც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ სიტყვით მიმართეს და კონკურსებში გამარჯვება მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1196-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

მეტი...

“ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. „გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთ ატანისა და გატანისა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მეტი...

“ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი აშშ-ში” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას ჩინეთი დაეპატრონება. ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს ჩინეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი. „ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი – აშშ-ში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამიგრაციო დღის წესრიგის გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვა. დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობებზე. მან კანონისა და წესრიგის დამყარების პირობა დადო. „თუ დემოკრატიულ პარტიას სურს, იდგეს…

მეტი...

“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვაწარმოებთ წლის ბოლომდე ან უფრო ადრე” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება მიმდინარე წლის ბოლომდე ან უფრო ადრე დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო თვეებია, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს ახალი, ძლიერი და უჩინარი მტერი დაესხა თავს. როგორც ბევრი ამერიკელი, ჩვენ წინ აღვუდეგით ამ გამოწვევას, სიცოცხლის გადამრჩენ მკურნალობას უზრუნველვყოფთ და ვაწარმოებთ ვაქცინას მიმდინარე წლის ბოლომდე ან შესაძლოა, უფრო მალეც. ჩვენ დავამარცხებთ ვირუსსა და პანდემიას, ამერიკას იმაზე ძლიერს გავხდით, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. სიონის საკათედრო ტაძარში კი საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21- ით გაიზარდა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 21 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 295 შემთხვევა დაფიქსრდა, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მეტი...