ავარია თბილისში – დაღუპულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანაში მჯდომი სამი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას” – გენერალური პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძესთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ოჯახის ადვოკატის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა…

მეტი...

“განსაკთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროებას” – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

2020 წლის 6 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც იდენტიფიცირებული ფორმით ხელმისაწვდომია კონკრეტულ პირთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინება ჯ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ.ბ-სთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და თ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმღები ექიმის ჩანაწერი. „პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. ,,სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები. სახელმწიფო ინსპექტორის…

მეტი...

“რომელი ქვეყნის პრემიერობა უნდა ჩამოყალიბდა?” – ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამ ამბიციის განხორციელებამდე მიხეილ სააკაშვილს გრძელი გზის გავლა მოუწევს, რომელიც საპატიმროში სასჯელის მოხდასაც მოიცავს. “რომელი ქვეყნის პრემიერობა უნდა ჩამოყალიბდა? ვიდრე ამ ამბიციას განაცხადებს, ის ჯერ უნდა ჩამოვიდეს ან ექსტრადირება მოხდეს, მას ელოდება საპატიმრო, უნდა მოხდეს სასჯელის მოხდა. ის ალბათ შეიტანს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით, ანუ მას გრძელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ამ ამბიციას კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირებს და მოდი ეს გზა გაიაროს, თუ შეძლო, თუ ექნება ამის პოლიტიკური გამბედაობა და შემდგომ ვისაუბროთ, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება პრემიერი და გამარჯვებული ძალა საბოლოოდ,” – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  

მეტი...

აშშ-ს პრეზიდენტი დებატების დროზე ადრე ჩატარებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე განცხადება გააკეთა.  პრეზიდენტი ჯო ბაიდენთან დებატების დროზე ადრე ჩატარებას ითხოვს. „როგორ შეიძლება, ამომრჩევლებმა ბიულეტენები, ზოგ შემთხვევაში, პირველ საპრეზიდნეტო დებატებმადე, თითქმის ერთი თვით ადრე გააგზავნონ. გადმოწიეთ პირველი დებატები. ჩემთვის დებატები საზოგადოების სამსაუხრია. ჯო ბაიდენი და მე ამერიკელი ხალხის წინაშე მოვალენი ვართ, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანამდე გავრცელებული ამრიკული მედია საშუალებების ცნობით, დონლად ტრამპის საარჩვენო შტაბს პრეზიდნეტობის კანდიდატებს შორის პირველი დებატების დროზე ადრე, სექტემბერში ჩატარება სურს.

მეტი...

“მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება?” – დიმიტრი ხუნდაძე

მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება? – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკა იმ შემთხვევაში იქნება ობიექტური, თუ ის ოპოზიციის ზრახვებს აყვება და მოსახლეობას არ დაიცავს. „ოპოზიციის სურვილებსა და ზრახვებს თუ ავყვებით, ალბათ, „კოვიდ 19“-ის ბრძოლის გზაზე ეს პოზიტიური შედეგიც არ უნდა დაგვედო, რომ მათ ხელისუფლების მიმართ ბრალდებები უფრო მაღალ ტონალობაში გაეჟერებინათ. სოციალური დახმარებები და პანდემიის პოზიტიური შედეგი მათ დესტრუქციულ გეგმას წინ ეღობება. ოპოზიციის განწყობებზე, სურვილებსა და ზრახვებზე რომ ავეწყოთ და მოსახლეობა არ დავიცვათ, ალბათ, მაშინ იქნება ხელისუფლების…

მეტი...

“საბანკო პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა” – ნათია თურნავა

საბანკო პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ანტიკრიზისული ბიუჯეტი ივნისის ბოლოს დამტკიცდა და თვეზე მეტია გასული, რაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ განახლებული ფორმით ამოქმედდა. ეს პროგრამა კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე.  არსებული მონაცემებით, მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირების თხოვნით 913-მა სასტუმრომ მოგვმართა და მათგან 687 უკვე დაფინანსდა, დანარჩენიც უახლოეს დღეებში დაფინანსდება“, – განაცხადა თურნავამ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, ბიზნესისთვის გაცემულ დახმარებებზე. „მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი…

მეტი...

“ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრო ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ” – ირაკლი ლომაია

„საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებულ ვითარებაში აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ოკუპირებული  რეგიონების დეოკუპაციის თემა დაბრუნდა და აქტიურად არის შენარჩუნებული საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე, ის რაც არ იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრო ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ოპოზიციის კრიტიკას ხელისუფლების მიერ დეოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტისთვის  გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის, მაშინდელი ხელისუფლების – დანაშაულებრივი…

მეტი...

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ ოჯახზე, ვიქნებით ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით“ – არჩილ თალაკვაძე

„როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო, თუმცა, გვესმის, რომ ამას დასჭირდება დრო, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძე მთავრობის სოციალურ ინიციატივებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების გვერდით იქნება. „გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა…

მეტი...

“ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ” – შსს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნიბით, 2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე…

მეტი...

„20 თვის განმავლობაში გვაიმედებდნენ, ბოლოს იძულებული გახდნენ გამოეყვანათ ნარკოზიდან“ – კომაში მყოფი გოგონას ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ძიება ერთი წელია მიმდინარეობს, პროკურატურის ქმედებით კმაყოფილი ვარ, საქმე მიიყვანეს იმ დონემდე, რომ ვამბობ – სამართალი არსებობს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კომაში მყოფი გოგონას მამამ, მირზა ცირეკიძემ განაცხადა. გოგონას მამა დეტალურად იხსენებს იმ პროცედურებს, რაც სავალალო შედეგამდე ოჯახმა გაიარა:„ხერხემალზე ჰქონდა ელემენტარული ტკივილები, წელიწად ნახევარი ვმკურნალობდით, შემდეგ მირჩიეს მივსულიყავი ცენტრალურ საავადმყოფოში, მივედი და გავესაუბრე, შევჯერდით და 2018 წლის ივლისის თვე იყო, ყიფიანმა შემომთავაზა იტალილი სპეციალისტების დახმარება, მეც დავთანხმდი, ისინი სექტემბრის თვეში უნდა ჩამოუსლიყვნენ. სექტემბერში ჩამოვიდნენ და შევხვდით, მაგდა ხოჭავა არის ქართველი ექიმი, ის მათთან ერთად იყო და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა…

მეტი...

“არავინ თვლის დღეს, რომ გამოსავალს იქიდან რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში იპოვის წლის ბოლომდე” – გიორგი გახარია

„არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ, ყველანი ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით მძიმე კრიზისს და პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეების სოციალურად ფართო წრეებისა იქნება თანმიმდევრული და გონივრული, აუცილებლობიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის ტრიბუნასთან დგომისას მთავარი პრეტენზია მოქალაქეების დახმარების რაოდენობას შეეხებოდა,  რასაც გიორგი გახარიამ სპეკულირება უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მთავარი სწორედ მოქალაქეა, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა. „პარლამენტში როდესაც ტრიბუნასთან ვიდექი ძირითადი პრეტენზია იყო რატომ ეხმარებით ასე…

მეტი...

კომაში მყოფი გოგონას ოჯახი მედიასთან კომუნიკაციას წყვეტს – ადვოკატის განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ვიდრე სამართლებრივი საკითხები ბოლომდე არ ამოიწურება და არ დადგება ჭეშმარიტება აღარაფერზე ვისაუბრებთ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარში“ კომაში მყოფი გოგონას ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა. ოჯახი თვლის, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე პროცესები კლინიკაში და სამართლებრივ უწყებებში უნდა გაგრძელდეს: „ ჩვენ ვახორციელებთ გოგონას ინტერესებს, თემა არის ძალიან სენსიტიური და აქედან გამომდინარე ჩვენი მუშაობა გადავა კლინიკაში და სასამართლოს შენობაში, ასევე პროკურატურაში.  ჩვენი ვეთიშებით ყოველგვარ პოლემიკას და როდესაც საქმე მივა რაიმე შედეგამდე მერე ვისაუბრებთ. ეს უშუალოდ ოჯახის თხოვნაა, რომ მედია საშუალებემა თავი შეიკავონ ამ თემის გაშუქებისგან.“ – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

“ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაა მოგზავნილი, რათა მისი შვილი სახლიდან გაეტყუებინა. მან შსს-ში ლობჟანიძის “ფსიქიკური პრობლემების საკითხი” დააყენა. ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილთან ერთად stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება შევძელით” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახლა სოციალური პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ არაგონივრული დაპირებები არ გასცა და მეორე მხრივ, stopcov ფონდში თანხის მობილიზება მოხერხდა. „ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზის გამო: პირველი – იმიტომ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში, არაგონივრული დაპირებები და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით და მეორე – საქართველოს მოქალაქეებთან და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება შევძელით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით,…

მეტი...

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.  “გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1 197 შემთხვევა, დაგვემატა ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა და გახდა 1206. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 13-ით და გახლავთ 987. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81.8 – ია. ამჟამად, კოვიდცენტრებში 240 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი არის იმპორტირებული, აქედან სამი პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ ახალ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად,” – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიასვე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ამ დრომდე კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობა.…

მეტი...

“მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს” – პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე

მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგად და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. „პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის…

მეტი...

სოციალური პროგრამებისთვის 410 მილიონი ლარი გამოიყო

სოციალური დახმარებების ბიუჯეტი, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, 410 მილიონ ლარს შეადგენს, ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა. “პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზის გამო – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში, არაგონივრული დაპირებები და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით და მეორე – საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრ მისი თქმით, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით, ქვეყანა…

მეტი...

“თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევ” – გიორგი გახარია

მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც კრიზისი დაიწყო, საქართველოს მთავრობა მაშინვე გამოვიდა სხვადასხვა ინიციატივით, მათ შორის კომუნალური ხარჯები, სესხების გადავადება, მიზნობრივი მხარდაჭერა ტურისტული სექტორისთვის, თუმცა ზუსტად ერთ თვეში ნათელი გახდა, რომ ეს ზღვაში წვეთია. „შემდგომ დავსხედით, ვიმუშავეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოვიზიდეთ დამატებითი რესურსები, გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ადამიანმა, რომელმაც დაკარგა სამსახური, ექნება 1200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულებს 300 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.…

მეტი...

მეხანძრე-მაშველებმა ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე რიონში დაკარგული გოგონას საძიებო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური…

მეტი...

“საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის” – გიორგი გახარია

მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დეოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი. “გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მინდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ევროპელ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა…

მეტი...

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ, ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ბავშვებს 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის კრიზისში, და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს

ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვთ და ამავე დროს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ. „ამასთან, ყველა სტუდენტი, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს და ამავდროულად, სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადუხდელობის გამო შეუჩერდათ, მათაც სახელმწიფო ერთი წლის, 2020-2021 წლის საფასურს დაუკომპენსირებს. ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

მეტი...

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა და ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, ეს თხოვნა დაუკმაყოფილდება. „თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. თუმცა დღეს ჩვენ, ვიდრე გადავალთ მეორე…

მეტი...

სოფელ ტახტისძირისა და გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მძღოლებს 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის პირველი მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1206 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 294.

მეტი...

პირველ მაისამდე საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის პირველ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე. „მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“,- აღნიშნულია…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID -19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში – 150 ტესტიდან ორის შედეგი პოზიტიურია. დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულების კონტაქტებს იკვლევენ. გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობას 37 კოვიდინფიცირებული განაგრძობს. ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე COVID -19-ის 109 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი გარდაიცვალა.

მეტი...

“ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე რუსეთთან პროგრესი გვაქვს” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე პროგრესი აქვთ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად ვმუშაობდით, რათა სამმა ერმა, რომელთაც ყველაზე დიდი ბირთვული შესაძლებლობები აქვთ – აშშ-მ, რუსეთმა და ჩინეთმა, სტრატეგიული დიალოგი აწარმოონ, თუ როგორ უნდა შეამცირონ ერთობლივად მსოფლიოსთვის რისკები“, – აცხადებს პომპეო. პომპეო იმედოვნებს, რომ დისკუსიებს ჩინეთიც შეუერთდება. „ჩვენ პროგრესი გვაქვს რუსებთან, ორი კარგი შეხვედრა გვქონდა. ვიმედოვნებ, მალე კიდევ ერთხელ შევხვდებით და იმედია, ჩინეთი მონაწილეობას გადაწყვეტს“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მეტი...

გარდაცვლილი გოგონას ოჯახი დღეს პროკურატურასთან შეიკრიბება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, მათი ინტერესების დამცველი და ახლობლები, 12:00 საათზე   გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბებიან და მიმართვას გაავრცელებენ. მათი განცხადება გუშინ, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ გოგონა თვითმკვლელობას გეგმავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალებამდე თამარ ბაჩალიაშვილი ათვალიერებდა ისეთ საიტებს, რომელიც სუიციდთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, „გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“ – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...