ლუკაშენკომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი დანიშნა და მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, – ინფორმაციას, სააგენტო „ბელტას“ ავრცელებს, მათივე ცნობით, ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა. ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა, ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმირ კარანიკმა და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ ლუცკიმ.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 19 პირს დაუდგინდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 221-ს შეადგენს. მათგან 80 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ყურადღება გამახვილდა საერთო სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს ემყარება. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრებმა ქვეყნების…

მეტი...

„ოპოზიციის მიერ აქცენტების გადატანა რაღაც დეკლარაციებზე, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია“ – გიორგი კახიანი

„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს თუ როგორ აპირებს საზოგადოებაში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას და წინასაარჩევნო პროგრამებით ესაუბრებოდეს მოსახლეობას, ჩვენ ვხედავთ, რომ აქცენტების გადატანა ხდება რაღაც დეკლარაციებზე, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ორი სახის დეკლარაციის გაფორმების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კოალიციის შექმნაზე საუბარიც კომიკურია, გამომდინარე იქედან, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში  საკმაოდ მაღალია. „ჩვენ არ ვფიქრობთ კვალიფიციურ გაერთიანებებზე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მეტი...

“ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დეკლარაციაზე

„ეს არის ახალი ამბის, ე.წ. ნიუსის შექმნის მცდელობა, თორემ  ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ მიღებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის  და ქვეყნის ინტერესები  დემოკრატიულობასთან და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით  ერთმანეთს ემთხვევა და პანდემიისგან შექმნილი ვითარების მიუხეავად, მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მათ დადონ ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნა და საკუთარი თვალით ნახონ როგორი ხარისხით, როგორი გამჭვირვალობით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. „ეს არის რეალობა რაც დღეს გვაქვს და არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების…

მეტი...

„NDI-ის ანგარიშში,  არის პუნქტები, რომლებიც  არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“ – მამუკა მდინარაძე

„ჩვენი პრიორიტეტული მიზანია არჩევნები ჩატარდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ  NDI-ს  რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ,   რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან და შეიძლება ეყრდნობოდეს ნებისმიერ რეალურ ინფორმაციას“, – ასე გამოეხმაურა  ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანგარიშში არის ისეთი პუნქტები, რომელიც  არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რაც სავარაუდოდ ქართველი ექსპერტების მიწოდებულია,  მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს გააანალიზოს და გაიზიაროს ყველა ობიექტური ინფორმაცია, რათა ოპოზიციას სპეკულაციებისთვის სივრცე  პრაქტიკულად  არ დარჩეს. „ამ…

მეტი...

თაღლითები 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს თანხას სძალავენ

„გარკვეული ფიზიკური პირები 200-ლარიანი დახმარების პროგრამის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, ვაფრთხილებთ თითოეულ მათგანს, ეს არის კრიმინალი და რეაგირება მოხდება“ – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისროში განაცხადეს. „ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური…

მეტი...

„დნმ აიღეს მამის და დედის. გარდა ამისა, ხვალ გაიმართება ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე“ – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. მისივე თქმით, ანალიზის აღებას ოჯახი გამოძიების დაწყების დღიდან ითხოვდა. „თავიდანვე, როგორც კი გამოიძიება დაიწყო და გამოძიების წინაშე უნდობლობა გაჩნდა, მშობლები ითხოვდნენ დნმ-ის აღებას და შემოწმებას, თუ რამდენად იყო ცხედარი მათი შვილის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა და მთავარი პროკურორის მიმართაც აღნიშნული საკითხი დადგა. ამის თაობაზე იყო დღევანდელი შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა ქალაქის პროკურატურაში გენერალური პროკურორის მიერ. დნმ აიღეს მამის და დედის. გარდა ამისა, ხვალ გაიმართება ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე, სადაც იქნა აღმოჩენილი ავტომანქანა.…

მეტი...

აჭარასა და გურიაში პრევენციული ღონისძიებები გატარდება – ეკატერინე ტიკარაძე

„ეპიდსიტუაცია საყურადღებოა იმ კუთხით, რომ დღესდღეობით გვაქვს კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის ნაკადი არის ზღვისპირეთში“, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აჭარასა და გურიაში ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებები გატარდება. „ეპიდსიტუაცია საყურადღებოა იმ კუთხით, რომ დღესდღეობით გვაქვს კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის ნაკადი არის ზღვისპირეთში. ეს მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, შემდეგში უკვე აჭარა და გურია არ მოხვდეს იმ ჩამონათვალში, სადაც ჩვენ მოგვიწევს რეგიონის სრული ჩაკეტვა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება,…

მეტი...

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს „რაშა თუდეის“ ჟურნალისტები ცვლიან

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცული თანამშრომლის  ბელარუსულ ვებ პორტალ „tut.by“-თან გაკეთებულ ინტერვიუში ირკვევა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს „რაშა თუდეის“ ჟურნალისტები ცვლიან მისი თქმით, მას და ბელარუსის სახელმწიფო ტელერადიოკომანიის იმ თანამშორმლებს, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ, ტელევიზიის შენობაში არ უშვებენ. მათ ნაცვლად სტუდიაში რუსი სპეციალისტები მუშაობენ.  „ისინი რუსული ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან“, – წერს „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის ბიურო.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ქირურგის ოჯახის წევრებს ხვდება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული ანგიოქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს მამას და ძმას ხვდება. ოჯახის პოზიციაა, რომ ყიფიანი გაუგებრობის მსხვერპლია. ბრალდებულის მამა, ასევე ქირურგი კონსტანტინე ყიფიანი იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლეს სასამართლო დაადგენს. საქმე ეხება 25 წლის ნათია ცირეკიძეს, რომელიც, ბოლო 2 წელია, სწორედ ყიფიანის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.…

მეტი...

NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

საერთაშორისო ორგანიზაცია NDI ანგარიშს აქვეყნებს. საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია, დეზინფორმაცია და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე – დოკუმენტი ამ მიმართულებებს მოიცავს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. NDI-ის ანგარიშში 30 რეკომენდაციასაც გასცემს. “არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულოს ყველა კანონი და რეგულაცია. დამკვირვებელ ორგანიზაციებს საშუალება უნდა მიეცეთ ჩარევისა და დაშინების გარეშე შეასრულონ საკუთარი საქმე. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული საარჩევნო პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათა შორის თანამშრომლობას. პარტიებმა უნდა…

მეტი...

განათლების სამინისტრო 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს. სამინისტროს ცნობით, შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრა, დაათვალიერა ისტორიული ძეგლი და გაეცნო დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტს. „1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით საკუთარ მამულში დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ქართულ…

მეტი...

სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს, ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ. მამუკა ბიბილეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ჩხრეკა დილით ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათი წევრი წაიყვანეს. ბიბილეიშვილის თქმით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. მამუკა ბიბილეიშვილი ასევე აცხადებს, რომ დილით სახლიდან წაყვანილი მათი კოორდინატორი პოლიციაში ამ დრომდე არ მოუყვანიათ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობენ.

მეტი...

სენაკში ძარცვა მოხდა – დაკავებულს ჩხრეკისას რევოლვერი აღმოაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1998 წელს დაბადებული გ.გ. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში – 1937 წელს დაბადებული ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სენაკში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია 1 ცალი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა…

მეტი...

“მადლობა ყველა ადამიანს, გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია” – მირიან ნიკოლაძე

დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ექსპერიმენტს გიორგი საქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები მხოლოდ ამყარებს მის პოზიციას: „დღემდე, არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ მევალება). თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს. 1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი. ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც „ტოიოტა“-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან…

მეტი...

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენებით არის განპირობებული. „დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ, როგორ იზრდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლიდან მოყოლებული, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტის განხორციელების საშუალება…

მეტი...

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოსახლეობას ხვდება

შალვა კერესელიძემ მორიგი წინასარჩევნო შეხვედრა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიწამურის, არაშენდას, საგურამოს და საგურამოს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტში სიდიდით და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი აქტიური ადგილია. შალვა კერესელიძის განცხადებით როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორის და მათ შორის ფონდი „ქართუს“ მხრიდან ბოლო წლებში საგურამოში არაერთი ტურისტული პროექტი განხორციელდა. „ჩვენი მომავალი წლების პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და იმ პრობლემების მოგვარება, რაც მოსახლეობას აწუხებს.”- განაცხადა შალვა კარესელიძემ.

მეტი...

43 წლის მამაკაცი, რომელსაც ბელარუსში 11 აგვისტოს აქციის დროს ესროლეს, დაიღუპა

43 წლის მამაკაცი, რომელსაც ბელარუსში 11 აგვისტოს აქციის დროს ესროლეს, მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა Tut.by ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ ბრესტში მცხოვრებ გენადი შუტოვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. დაღუპული მამაკაცის ნათესავები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აქციის დროს გენადი შუტოვი დაპირისპირებაში ჩართული არ ყოფილა და უბრალოდ ფეხით გადაადგილდებოდა. წინასწარი მონაცემებით, გასროლა შენობის სახურავიდან მოხდა. გენადი შუტოვს ნათესავები ორი დღის განმავლობაში ვერ ნახულობდნენ. დაშავებული მამაკაცი თავდაპირველად ბრესტის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ვერტმფრენით მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების მისამსართით ცეცხლი მას შემდეგ…

მეტი...

“მნიშვნელოვანია ქვეყნებმა დროულად გაიაზრონ, რომ პანდემია კაცობრიობის საერთო მტერია” – ჯანმო

მსოფლიოში COVID ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონ 300 000-ს გადააჭარბა, პანდემიას ამ დროისთვის საერთო ჯამში 785 000 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 15 მილიონამდე ადამიანი, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ვითარება შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში 255 000 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურ შემთხვევათა რიცხვმა 6 300-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებს საზოგადოებრივი რეგულაციების დატოვებისკენ მოუწოდებს. “ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან და კომპანიებთან, რათა ვაქცინის შექმნის შემთხვევაში ავირიდოთ ეგრეთ წოდებული ვაქცინის ნაციონალიზაცია, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა დროულად გაიაზრონ, რომ პანდემია კაცობრიობის საერთო მტერია და მისით სპეკულაციები მიუღებელია,”- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

მეტი...

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა, პარკირება უფასო იქნება პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. „მინდა შევეხო ზონალური საათობრივი პარკირების პროექტს, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული კონკრეტულ ქუჩებზე პროექტები, როგორც კოტე აფხაზის, ასევე ორბელიანის მიმდებარე ქუჩებზე და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, რომ შემდეგი ეტაპი არის პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა მივუწოდო მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, რათა მოხდეს მათი კერძო ავტომობილების დარეგისტრირება სისტემაში, რადგან პეკინის გამზირზე და მიმდებარე…

მეტი...

18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია დედაქალაქის სერვისცენტრებშიც მიმდინარეობს

18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრშია შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი მუნიციპალიტეტის 11-ვე სერვისცენტრი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, იმისთვის, რომ მოსახლეობას მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, ინტერნეტი არ ჰქონდეთ, აპლიკაციის შევსება გაუჭირდეთ. ამიტომაც, მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს – აუცილებლად მიაკითხეთ თქვენივე რაონში არსებულ მუნიციპალურ სერვისცენტრებს. ჩვენი თანამშრომლები კუთვნილი დახმარების მისაღებად, აპლიკაციის სწორად შევსებაში დაგეხმარებიან“, – განაცხადა…

მეტი...

“ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ამჟამად 10 ადამიანის ინფიცირების წყაროა უცნობი”,-განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის „ლენჯერის კლასტერი“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.

მეტი...

“ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარავი, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით ტესტირების ჩატარება შეეძლებათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ხვალიდან ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარავი, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით შეეძლებათ ტესტირების ჩატარება. “დღეს აჭარაში ჩატარდება აღწერა, თუ რამდენი ღამის კლუბი და ბუნგალო მუშაობს და დიდი ალბათობით, ხვალიდან, თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას კარავი, სადაც ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას, ეს კი იმისთვის იქნება საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს ინფორმაცია ტრიალებს თუ არა, ინფექცია აჭარაში,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

მეტი...

საკურორტო ზონებში კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება

საკურორტო ზონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ საკურორტო ზონებში ტურისტების რაოდენობის მომატების გამო მიიღო. „საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით, ეს შეეხება შავი ზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიზნობრივ ჯგუფებს დაემატონ ის პირები, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნება: კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ეს ადამიანები დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას. ეს დაგვეხმარება ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მეტი...

კორონავირუსის 10 შემთხვევიდან 1 „ლენჯერის კლასტერია“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული, 3-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. „დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა და გახდა 1361. ათიდან ერთი არის ლენჯერის შემთხვევა, ოთხი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ორი შემოტანილი შემთხვევაა, სამის წყარო უცნობია. გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 1098-ს შეადგენს. „სამი აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 182-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულების რიცხვი გახლავთ 139. დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს, რჩება 1098“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა,…

მეტი...

მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

9 კაციანი სამაშველო ჯგუფი მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია ორი მყვინთავი და სპეცკატერიც, რომელიც ექოლოტით არის აღჭურვილი.  მამაკაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.

მეტი...

კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა.მოზარდს დაზიაბეა მუცლის არეში აქვს მიყენებული, ის რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. არსებული ინფორმციით, მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ- ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი კვლავ 1098-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ

მართლმადიდელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. ტაძარში მღვდელმსახურები წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი. ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი,…

მეტი...

“ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით რომ დებებნ პოლიტიკოსები შეთანხმებებს“ – დავით ჭიჭინაძე

„პოლიტიკაში კი, ხალხი  არა, სისტემაა შესაცვლელი, რადგან მხოლოდ ხალხის შეცვლას არანაირი სიკეთე არ მოაქვს,“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ლიდერი, დავით ჭიჭინაძე  და კოლიციაში შესვლას გამორიცხავს როგორც „ოცნებასთან“, ასევევ ოპოზიციასთან.  „ხალხს ვერ ვუშველით, სისტემა თუ არ შეიცვალა, თუ არ შეიცვალა საბანკო სისტემა,  ვალის ეკონომიკა,ხალხის ვალებისგან გათავისუფლება თუ არ გახდა პრიორიტეტი, რადგან თავისუფალმა ხალხმა შეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ამას გარდა,  ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა. მითუმეტეს მემკვიდრეობით არავის რგებია ამომრჩეველი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა – მივუთით ხმა ვის უნდა მისცენ. ზოგადა კი, დარწმუნებული…

მეტი...

ქობულეთში დღეს ლაბორატორიიდან 140 ნიმუშის პასუხს ელოდებიან

ქობულეთში დღეს, ლაბორატორიიდან 140 ნიმუშის პასუხს ელოდებიან. ინფიცირებულ ახალგაზრდა გოგოსთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობა შავი ზღვისპირეთის კურორტზე ნელ-ნელა მატულობს. კარანტინსა და თვითიზოლაციაში ამჟამად 250-ზე მეტი პირია მოთავსებული. ამ ეტაპზე ქობულეთის ე.წ კლასტერიდან ვირუსი დადასტურებული 6 ადამიანს აქვს.

მეტი...

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. სამიტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაშია ნათქვამი, ის, რაც ბელარუსში მოხდა, მიუღებელია. „9 აგვისტოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. შემდგომი ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე შოკისმომგვრელი იყო და უნდა იყოს დაგმობილი. ამ ქმედებების ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ევროკავშირმა დაიწყო სანქციებზე მუშაობა. ბელარუს ხალხს აქვს უფლება, თავად განსაზღვრონ მომავალი. ამისათვის ძალადობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს მშვიდობიანი და ინკლუზიური დიალოგი. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა ასახოს ხალხის ნება. არ უნდა იყოს გარე ჩარევა“, – ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში. ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას…

მეტი...

მიხეილ კალანდიას ადვოკატიკრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზეა დაბარებული. ზურაბ თოდუას თქმით, უწყებაში ის მივა, თუმცა ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაბარება სავარაუდოდ, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ შეტანილ მორიგ საჩივარს უკავშირდება, სადაც ის მანამდე უწყებაში მის მიერ შეტანილ განცხადებებზე რეაგირებას მოითხოვს. საქმე ეხება კალანდიას საქმის არაეფექტურ გამოძიებას, დაცვაზე განხორციელებულ ზეწოლას, მუქარასა და მოწმეებზე ზემოქმედებას. “არცერთი ჩემი საჩივარი, რომელიც შეტანილია სრულიად ლეგიტიმურად დასმული კითხვები და სამართლებრივად არასწორი მოქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა გამოძიების მხრიდან, იგნორირებული…

მეტი...

“სამი დღე ვშიმშილობთ, სამი დღის შემდეგ კი მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა

პროკურატურასთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ ოჯახის რამდენიმე წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. შიმშილობს თავად ბრალდებულიც. მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. გარდა ამისა ისინი მოითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს და ასევე მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ დღეიდან შიმშილობის აქციას სხვა ბრალდებულთა მშობლებიც შეუერთდებიან, ორ დღეში კი თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჯერ მშრალ შიმშილობაზე გადასვლას, შემდეგ კი სუიციდს გეგმავს. “სამი დღე ვშიმშილობთ, სამი დღის შემდეგ კი მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ, მომდევნო სამი დღის შემდეგ კი სუიციდს ჩავიდენ. მოვითხოვ ჩემმა…

მეტი...