„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერეს. პარკში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესაუბრა.  პროექტის მიხედვით, პარკი სრულად რეაბილიტირდება, მოეწყობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენა, კაფე და საბავშვო ატრაქციონები. გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 962 897 ლარს შეადგენს.

მეტი...

“ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში” – არჩილ თალაკვაძე

„სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის საფუძველი – “ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს  ქვეყანაში – საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ატარებს სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით – გვსურს რომ ეს ყველამ ნახოს და შეაფასოს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაბანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  მისი თქმით, დღეს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეფექტურად  ახერხებს ვირუსის შეკავებას და ეს შესაძლებელი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერამ, მოთმინებამ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ გახადა. არჩილ თალაკვაძემ…

მეტი...

„პანდემია 2 წელში დასრულდება“ – ჯანმო

“პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „უფრო მეტი კავშირების პირობებში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მის შესაჩერებლად ტექნოლოგიები გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

“მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას” – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 118 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან „კოვიდ -19“ ათ ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 87 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

“ზაურ დარგალს აქვს სრული შესაძლებლობა, იყოს წარმატებული პარლამენტარი და მაჟორიტარი” – არჩილ თალაკვაძე

„2010-2012 წლებში ზაურ დარგალი დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში მუშაობდა, რომლის მიზანიც პოლიტიკური უფლებების, კრიტიკული აზრის და მედიის თავისუფლების დაცვა იყო. პროგრამა ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და ზაური 20 საუკეთესო თანამშრომელს შორის იყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარნეულში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიაღწია და გლობალური პანდემიის პირობებში, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა. „დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი ისტორიის წინაშე და ეს დიდი ისტორია დიდ…

მეტი...

“სიკეთეები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან” – ზაურ დარგალი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს პროგრესი და განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს 2012 წლიდან, რათა მარნეულსა და გარდაბანში პროგრესი არ შენელდეს „მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მეძლევა ამდენი საქართველოზე შეყვარებული ადამიანის წინაშე ვიმყოფებოდე. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვარ იმ მუნიციპალიტეტიდან, სადაც სხვადასხვა ერები, რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულის ისტორიულ მაგალითს ქმნიან.…

მეტი...

„ეს არის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა“ – მიხეილ რამიშვილი

„ეს არის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელიც ასახავს თამუნას ორგანიზმში მედიკამენტების არსებობა/არ არსებობას. დასკვნაში ასახულია, რომ მის ორგანიზმში არ არის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში მითითებულ ჩამონათვალში ერთადერთი წამალია ისეთი, რომელსაც თამუნა ხშირად ეძებდა. „ეს არის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელიც ასახავს თამუნას ორგანიზმში მედიკამენტების არსებობა/არ არსებობას. დასკვნაში ასახულია, რომ მის ორგანიზმში არ არის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ასევე, დასკვნაში ასახულია, თუ რა მედიკამენტები იყო მის ორგანიზმში. ესენია ანთების საშუალებები და ეს ალბათ, ასახული…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა  საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. გარდა სასწავლო…

მეტი...

ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს – დეპუტატის კომენტარი “მედიაცენტრ მთავართან”

რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა ახალქალაქში. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მარდუნ მკოიანის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დეპუტატი მომხდარს ტერაქტად თვლის და „მედიაცენტრ მთავართან“ პირველ კომენტარს აკეთებს: „ეს იყო ტერორისტული აქტი, იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ იყო მუქარის ზარები, როდესაც, მითხრეს, რომ ჩამოვცილებოდი  პოლიტიკას, არავის შევხებოდი, თორემ წამართმევდნენ ჩემთვის საყვარელ ადამიანს, 4 დღის შუალედის შემდეგ განმეორდა ზარი, ზარის ინდექსი იყო მოსკოვის, საიდანაც ადამიანი მესაუბრებოდა ისევ რუსულ ენაზე მიმართვა ასეთი იყო: „ოლიგარქ როგორ ხარ, ბიზნესში რომ ხარ და არ იხდი ფულს, უნდა გადაიხადო 5000 მილიონი დოლარი, 15 წელი ციხეში ვიყავი, ახალი გამოსული ვარ…

მეტი...

“სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას გააგრძელებს” – გიორგი გახარია

მოგესალმებით, მარნეულელებო, პირველი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა. ეს არის ის, საიდანაც უნდა დავიწყოთ ყოველდღიური შრომა ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გასაძლიერებლად. ეს ჩვენ, ყველას გვაერთიანებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას მარნეულში, სადაც მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარადგინა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მარნეული არის საქართველოს ყველაზე განვითარებული რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისივე თქმით, სახელმწიფო, დაპირებისამებრ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას და ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომელიც მოქალაქეებს მეწარმეების  მხარდამჭერ პროგრამებზე  წვდომას უმარტივებს. „ახლა საქმეზე რომ გადავიდეთ…

მეტი...

“ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის სამი თვით გაგრძელება უკანონო ქმედებაა” – სუს – ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი. „აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმემდგომარეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, – აცხადებენ სუს-ში. ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო. „ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.

მეტი...

„მოხარული ვარ და დიდი პატივია, რომ დღეს, ძალიან შრომისმოყვარე, ლაღი და მაგარი ხალხის წინაშე ვიმყოფები” – კახა კალაძე მარნეულში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, სოფლის მეურნეობის განვითარებაში კოლოსალური თანხები ჩაიდო, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მარნეულში, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა. „მოხარული ვარ და დიდი პატივია, რომ დღეს, ძალიან შრომისმოყვარე, ლაღი და მაგარი ხალხის წინაშე ვიმყოფები. ხალხის, რომელიც საქართველოს აძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თქვენი რეგიონი გამორჩეულია ნაყოფიერი მიწებით და რაც მთავარია, ძვირფასი, მშრომელი ადამიანებით. მოგმართავთ ამ დიდებულ მიწაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. მარნეული და მთიანად ეს მხარე არის ყველაზე ნათელი დასტური,…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” თეთრიწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანის წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მოსახლეობას წარუდგინეს. დღესვე იგეგმება შეხვედრა მოსახლეობასთან მარნეულში, სადაც მმართველი პარტია მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს. “სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე, იმას უნდა მივეხმაროთ. იმას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი იმასაც უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია.  ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ჰქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულება, როგორიც არის განათლების ინფრასტრუქტურა. გზებიც…

მეტი...

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ ტრანსპორტირების ნება გასცეს

ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ ტრანსპორტირების ნება გასცეს. ასევე გამოიძოს პოლიტიკოსის შესაძლო მოწამლვა. ამის შესახებ ვეროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პრეკსონფერენციაზე განაცხადა. „ველოდებით სწრაფ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. თუ დანაშაული დადასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ. იმედი გვაქვს, რუსეთის ხელისუფლება შეასრულებს დაპირებებს და ბატონი ნავალნის სამკურნალოდ საზღვაგარეთ უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირების ნებას გასცემს, მისი ოჯახის სურვილის შესაბამისად“, – განაცხადეს ევროკომისიაში. აღსანიშნავია, რომ ნავალნის გერმნაიაში ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავი ომსკში დღეს ჩაფრინდა. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მძიმე მდგომარეობში ომსკის საავდმყოფოში იმყოფება. მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.

მეტი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად” – კახა კალაძე

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავეთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თეთრიწყაროში, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ერთიანი პოლიტიკური გუნდი სწორედ ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანების მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. „ამ ერთობლივმა ბრძოლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიზნები რეალობად გვექცია – ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რეჟიმი და ჩვენი სამშობლო შეუქცევადი განვითარების რელსებზე დაგვეყენებინა, შეგვექმნა სახელმწიფო, სადაც მთავარი…

მეტი...

“ამინდის დასტაბილურებასთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად” – გოჩა ენუქიძე

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, სოფლები – დურაში, ტვიბი, ესიერი, და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი – მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები. გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხემძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება, თუმცა მისი ინფორმაციით ამ დრომდე ძლიერად წვიმს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას…

მეტი...

“გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ეფექტური ნაბიჯები გადადგა” – არჩილ თალავაძე

„მოხარულები ვართ, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში გადადგა ეფექტური ნაბიჯები, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარდგენილ კვლევას. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ხელისუფლებამ პრიორიტეტები აბსოლუტურად სამართლიანად განსაზღვრა, რაც კვლევაში პოზიტიურად არის შეფასებული. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, მომავალშიც აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და პანდემიით დაზარალებული ქვეყნის ეკონომიკა აღადგინოს. „პრიორიტეტები იყო აბსოლუტურად სამართლიანად განსაზღვრული, ჩვენ პირველ რიგში, დავეხმარეთ ბავშვებს და სწორედ ამ კვლევაში არის ეს განსაკუთრებულ პოზიტივად შეფასებული. ჩვენ დავეხმარეთ მრავალშვილიან ოჯახებს, დავეხმარეთ ადამიანებს,…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ბავშვი არის პრიორიტეტი და ამ განწყობით გავაგრძელებთ ზრუნვას“ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ UNICEF მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისევე როგორც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ბავშვებთან მიმართებაში გატარებული ღონისძიებებით საქართველო წარმატებული აღმოჩნდა, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს. „პანდემიის გამო მსოფლიო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა და UNICEF-მა თავის კვლევაში დასკვნა დადო, რომლის მიხედვით, სამწუხაროდ, მსოფლიოში 42 მილიონზე მეტი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეშია. ეს არის შემაშფოთებელი მონაცემები, მაგრამ ამ ფონზე, სასიხარულოა, რომ საქართველოს მონაცემები აბსოლიტურად დადებითად ფასდება. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, ბავშვების მიმართულებით, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული. ვერცერთი ხელისუფლება ამაზე კარგს ვერაფერს…

მეტი...

„ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და ის რა თქმა უნდა დარჩება ამ რანგში“ – დიმიტრი ხუნდაძე

სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები, რათა მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ რეგიონი და საბოლოო ჯამში ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თეთრწყაროში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა. „დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი წამოწყება და საქმე იყო დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.…

მეტი...

“ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული” – გიორგი გახარია

სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები, რათა მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ რეგიონი და საბოლოო ჯამში ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თეთრწყაროში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა. „დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი წამოწყება და საქმე იყო დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.…

მეტი...

“ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი” – კელი დეგნანი

ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „არჩევნები გვიახლოვდება, არსებობს ბევრი პოლიტიკური რიტორიკა, კეთდება ბევრი განცხადება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება. ნებისმიერი მოძრობა, რომელიც ზღუდავს არჩევანს ან ართულებს ოფიციალური კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას არჩევნების შემდეგ, ნაადრევია და ხელს არ უწყობს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოითხოვა, უფრო პროპორციული და მეტად წარმომადგენლობითი…

მეტი...

ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ნაცნობი – 1988 წელს დაბადებული ი.ზ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1 პირი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ. ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში. ძალადობის ფაქტზე…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს  ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას. ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა,  ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა გადაიდო – ზ.ხ.- მ და მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი გადაიდო. ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესი დატოვეს. მიზეზი პროცესზე არასრულწლოვნის შეუძლოდ გახდომა გახდა. ამავე მიზეზით, პროცესისი გადადებამდე სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. პროცესის განახლების შემდგომ, ზ.ხ.-მ აღნიშნა, რომ თავს ისევ ცუდად გრძნობდა და სხდომას აღარ დასწრებოდა, პროცესის დატოვება კი ადვოკატსაც მოუწოდა. პროცესი დატოვეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმაც.

მეტი...

ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

COVID-19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, შემთხვევა არ უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა. საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

მეტი...

„ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ – პროექტი ფერმერების მხარდასაჭერად

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ,“ – ამის სესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ. სპეციალისტები იმ პროექტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რითიც ფერმერები ისარგებლებენ: „სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამის  ფარგლებში,  145,000-ზე მეტ   ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 26 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 116,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა 30,000 ტონამდე მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად,  3,700,000  ლარზე  მეტი დაზოგეს. აგროდაზღვევის  პროგრამის ფარგლებში 2020 წლის  15 აგვისტოს  მონაცემებით,…

მეტი...

UNICEF – ის კვლევის თანახმად, ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას

საქართველოს მთავრობის ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის  შესახებ, რომლის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება. „კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე, რომლის დამანგრეველი მოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და…

მეტი...

„17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია ბავშვების სიღარიბის დასაძლევად“ – UNICEF – ი

0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის  შესახებ, რომლის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელის გამოყენებით სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ, ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის საბაზისო მაჩვენებლებზე მეტად სიღარიბის დონის შემცირება; კვლევის შედეგად…

მეტი...

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია, მათი კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.  “დღეს დაგვემატა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, მათგან 4-ის წყარო ლენჯერია, 6 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 შემთხვევა იპორტირებულია, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია და ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს.  რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 20-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1128 ადამიანმა დაამარცხა კოვიდ ინფექცია. ამ ეტაპზე COVID ცენტრებში 140 ადამიანი მკურნალობს. მათგან კვლავ 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პაციენტი კი ამ დროისთვის 23 გვყავს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  მან თავისი ცენტრის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კლინიკიდან…

მეტი...

“რუსეთში უცვლელად გამოდიან საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების მხარდაჭერით” – სერგეი ლავროვი

დიალოგის აღდგენის ირიბი შეთავაზება კრემლისგან – საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ “ტრუდთან” ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს. ახალი გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს. “ბოლო 12 წელია რუსეთი და საქართველო ურთიერთქმედებენ…

მეტი...

სვანეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა. სტიქიის შედეგად წაღებულია გზა და ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.   ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი და დაზიანდა ნაპირსამაგრი ჯებირები. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა წვიმის გაგრძელების შემთხვევაში საშიშროება არსებობს. ლენტეხში სტიქია რამდენიმე კვირის წინაც იყო.

მეტი...

“ძალიან ვაფასებ საქართველოს მიმართ ადამ ბოელერის მხარდაჭერას” – გიორგი გახარია

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით  გავაგრძელებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომელიც ადამ ბოელერმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას განსაკუთრებით აფასებს. „ძალიან ვაფასებ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას. ამ უწყების და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით  გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული…

მეტი...

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტებზე ორი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით.  “ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.  აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს…

მეტი...