“იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს.

„გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!

მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, – გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს.

გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!“,- წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი თემები