მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკის ქალაქ მარავატიოში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. პოლიტიკოსებზე თავდასხმა დასავლეთის შტატ მიჩოაკანში მოხდა, რომელიც მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური რეგიონია. არსებული ინფორმაციით, მიგელ ანხელ რეიეს ზავალას საკუთარ მანქანაში ესროლეს, რის შემდეგაც ორი შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ასევე საკუთარ მანქანაში იპოვეს მოკლული მერობის მეორე კანდიდატი ოპოზიციონერი არმანდო პერეს ლუნა. მასაც ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნების დროს, მექსიკაში 30-ზე მეტი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს.

მეტი...

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. „გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A…

მეტი...

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. „როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი…

მეტი...

დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით კი ცესკო – რობინ დანიგანი

დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თაობაზე, განსაკუთრებით კი ცესკო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,გვინდა, რომ საქართველოო გახდეს ევროკავშირის წევრი . ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების მანძილზე მზად ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ რომ შეასრულოთ 9 პირობა, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვითანამშრომლებთ ყველა სეგმენტთან, ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ყველა სფეროს. ერთ ერთი მნიშვნელოვანი რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ გავაკეთე იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში და ვისაუბრე საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, თუ როგორ…

მეტი...

წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ,,საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს…

მეტი...

ნობელიანტ რუს უფლებადამცველს 2,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუს უფლებადამცველს ოლეგ ორლოვს, “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფაშიზმში დადანაშაულების ბრალდებით, 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 70 წლის უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალის ლიდერს, რომელმაც 2022 წელს ნობელის პრემია მოიპოვა, ბრალი სტატიის დაწერის შემდეგ წაუყენეს, სათაურით “მათ სურდათ ფაშიზმი. მათ ეს მიიღეს”. სასჯელის გამოტანის შემდეგ ორლოვმა განაცხადა, რომ “განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტი და ჭეშმარიტი იყო”. მას მოსკოვის სასამართლო დარბაზში მხარდამჭერებმა, მათ შორის დასავლეთის საელჩოების წარმომადგენლების აპლოდისმენტები მოჰყვა. ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ ორლოვმა გამოავლინა “პოლიტიკური სიძულვილი რუსეთის მიმართ”. ორშაბათს სასამართლო პროცესის დასკვნით სიტყვაში…

მეტი...

ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ,,წინასწარი მონაცემებით, დაკავების მიზეზი “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა”, – წერს მედია. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დუბკოვი თან ახლდა ალექსეი ნავალნის დედას, ლუდმილა ივანოვნას სალეხარდში, როდესაც ის შვილის ბედის გარკვევას ცდილობდა და მისი ცხედრის გათავისუფლებას ცდილობდა.

მეტი...

მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ “ქართული ლეგიონის” მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვადა აითვლება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. რუსეთი მამულაშვილს ბრალად სდებს დაქირავებულ საქმიანობასა და სიძულვილის გაღვივებას მედიის გამოყენებით. მასზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

მეტი...

მარნეულში მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

მარნეულში “ფორდის” ტიპის მიკროავტობუსი გზაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. შემთხვევის ადგილას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი დაშავებულს პირველად დახმარებას უწევენ.

მეტი...

საჯარო მოხელეები ნარკოლოგიურ შემოწმებას აღარ გაივლიან

საჯარო მოხელეები ნარკოლოგიურ შემოწმებას აღარ გაივლიან. ,,ქართული ოცნების” ახალი ინიციატივა მმართველმა გუნდმა ბიუროზე უკვე დაარეგისტრირა. დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლება კანონმდებლობიდან იმ მუხლის ამოღებას გეგმავს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს ნარკოტიკულ შემოწმებას ავალდებულებს.

მეტი...

შემოედინება დაფინანსება პრორუსული ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა მომავალი არჩევნების მნიშვნელობასა და რუსეთის გავლენაზე. ჟურნალისტის კითხვას, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს “ამხელა გავლენა” საქართველოზე, ზურაბიშვილი პასუხობს: ,,რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო…

მეტი...

სოფელ კვატიაში მეწყრის გააქტიურების საშიშროებაა

აჭარის სოფელ კვატიაში მეწყრის გააქტიურების საშიშროებაა. 1989 წელს გაცემულ გეოლოგიურ დასკვნებში წერია, რომ  სოფელი კვატია გეოლოგიურად საშიშ ზონაში მდებარეობს და ეს ტერიტორია განსახლებას ექვემდებარება. კვატიაში სულ 65 კომლი ცხოვრობს. პრობლემის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა. მათი თქმით, აქამდე თუ სოფელში პატარ-პატარა ნაპრალები იყო, ახლა რაოდენობამაც იმატა და არსებული ნაპრალებიც გაფართოვდა, ზოგიერთ ადგილას მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა.  

მეტი...

რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, კ.ბ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული  კახა ბადრიაშვილია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში – 28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...

პირველკლასელების დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ბათუმის კერძო სკოლის დამფუძნებელი პოლიციაში გამოიკითხა

პირველკლასელის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ბათუმის კერძო სკოლის დამფუძნებელი პოლიციაში გამოკითხეს. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. გამოცემასთნ ინტერვიუში, ზაურ სოლომონიძემ კლასელების მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობა კიდევ ერთხელ გამორიცხა. მისი თქმით, რვა წლის სკოლის მოსწავლე გახანგრძლივებულში დადიოდა და კლასელებთან შედარებით ასაკითაც და ფიზიკურადაც ყველაზე დიდი იყო. სკოლის დამფუძნებელმა ბიჭის მშობლები ცილისწამებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პირველკლასელი მოსწავლის მშობლის მოქმედება სკოლის პედაგოგთან კონფლიქტით იყო გამოწვეული. “ფაქტი სკოლამ გამოიკვლია და მშობლებს ყველაფერი შესთავაზა. ფაქტი კი ასეთი იყო: პირველკლასელები, 6 წლის ბავშვები თამაშობდნენ და არავითარი ბულინგი არ ყოფილა”. – განაცხადა სოლომონიძემ გამოცემათან. როგორც მან აღნიშნა, მშობელს…

მეტი...

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა – აშშ-ის სახ.დეპარტამენტი

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, რადგან უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ,,სიტუაცია ახლა უკიდურესად მძიმეა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის ფრონტის ჯარები, რომლებსაც არ გააჩნიათ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო საბრძოლო მასალა. ისინი კვლავ გაბედულად, მამაცურად იბრძვიან. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ ახლა უწევთ მისი რაციონირება, რადგან შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ იმოქმედა”, – თქვა მილერმა. მისი თქმით, წლის განმავლობაში, ელიან, რომ უკრაინული ძალები გააგრძელებენ გაბედულ ბრძოლას და მიაღწევენ წინსვლას, მაგრამ ეს…

მეტი...

რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8

რუსეთის მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. “დღის განმავლობაში რუსებმა 59 თავდასხმა განახორციელეს სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებსა და დასახლებებზე. დაფიქსირდა 296 აფეთქება”, – ნათქვამია განცხადებაში. უწყება ამბობს, რომ ხოტინის თემში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, სერედინო-ბუდას თემში კიდევ ორი ​​ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა. მას აეროპორტში ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა: “საკვანძო მომენტი უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში”, – დაწერა სოციალურ ქსელში.  

მეტი...

„სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა“ – უგულავა გახარიას

„იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში“, – ამ განცხადებას გიგი უგულავა „რეაქციაში“ გააკეთა და გახარიას გუნდის მოწოდებას აკრიტიკებს, რომლებიც „ოცნებას“ სააკაშვილის ციხეში გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ. როგორც უგულავა ამბობს, გახარიას მოწოდება „ნაცობის კომპლექსს“ უკავშირდება. ნებისმიერ ოპოზიციას ეხება ეს, სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა. ავიღოთ გახარია – 9 პროცენტიდან 3 პროცენტამდეა ჩამოვარდნილი, არის ადამიანური რაღაცები, რაზეც პოლიტიკურად არ უნდა გააკეთო. იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა…

მეტი...

“უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება“ – იენს სტონტელბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ეს კომენტარი მან გააკეთა იმ ცნობის ფონზე, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, შესაძლოა, განიხილავდეს საკუთარი ჯარების გაგზავნას ქვეყანაში, რომელიც მესამე წელია, იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატოს წევრები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. „ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გავზარდეთ ძალისხმევა. მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება,“ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მეტი...

ვეფხვია მაისურაძე სისხლისგან დაიცალა- ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე

რამდენიმე საათის წინ რუსთავში მკვლელობა მოხდა, მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი, არსებული ინრომაციით მოკლულს დახმარებსთვის მეზობელმა ქალმა მიმართა, როგორც ირკვევა ქალს, გაზს უთიშავდა მეზობელი, კახა ბადრიაშვილი, სწორედ აღნიშნულის გასარკვევად  მივიდა ვეფხვია მაისურაძე ბადრიაშვილთან, რა დროსავ მოხდა მისი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით ბადრიაშვილმა მაისურაძეს ჭროლობა ხელნაკეთი იარაღით მიაყენა,  როგორც მეზობლები აბობენ სასწრაფომ დაიგვიანა და მაისურაძე სისხლისგან დაიცალა. ამ დრომდე ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცავები, პოლიციამ გაჩხრიკა ბრალდებულის სახლი, ამოღებულია რამდნიმე ხელნაკეთი იარაღი, ადგილობრივების განმარტებით ბრალდებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯამრთელობის პრობლემები, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, განზრახ მკველობა და იარაღის უკანონო შენახვა -შეძენა, ბადრიაშვილი დაკავებულია. რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მეტი...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის…

მეტი...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს“, ,,მდმა“-ს,  ,,მეთადონს“ და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს“. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა“-ს და ,,კოკაინს“. 4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული…

მეტი...

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 37 წლამდე მამაკაცი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

მეტი...

„საქართველო “შედარებით მეგობრული” ქვეყანაა“- რუსი ექსპერტები

(НИИРК) „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“ ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა. აგვისტოს ომის მერეც კი, რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა, ამასთან, გასულ წელთან შედარებით „მეგობრულობის“ სარეიტინგო ქულა მცირედით დაკლებულია. “მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაინტერესებულნი რუსული საგანმანათლებლო პროექტების მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლით“, – ნათქვამია კვლევაში. კვლევაში პირველად მოხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – „სამხრეთ ოსეთს“ ყველაზე მეგობრულის წოდება აქვს (100-დან 93.5 ქულა),…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცის თავად უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. “საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო. შარშან, ჯიდაში მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, – წერს ზელენსკი. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი საკითხია ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული ადამიანების დაბრუნების საკითხის განხილვა.  

მეტი...

ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონების შესწავლას გეგმავს

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ბიუროს მიერ გავრცელებულ სიაში 30 ოპოზიციონერია: თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი გელა მიქაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია – საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ჰერმან საბო – საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა – საქართველოს პარლამენტის წევრი ანა წითლიძე – საქართველოს პარლამენტის…

მეტი...

რუსთავში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს

რუსთავში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული  ჭრილობა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. მოკლული ადგილობრივი არაა. როგორც ისინი ამბობენ რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.

მეტი...

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ,,თბილისი-ფოთის მატარებელი იყო. მამაკაცს ხიდისთავთან დაეჯახა. გარდაცვლილი 34 წლისაა“, – უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “მოზაიკას”. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას შეეხება. ,,ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,” – აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭრად. როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ამბობს, კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია. ,,შეიძლება ითქვას, რომ, სულ მცირე, რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,” – აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც…

მეტი...

პატარძლად გაყიდული 12 წლის გოგონას საქმე – დაკავებულია დედა და მამინაცვალი

ესპანეთში, ქალს ბრალად ედება 12 წლის ქალიშვილის 3000 ევროდ გაყიდვა, გოგონას მამინაცვლის დახმარებით. გამოძიება მაშინ დაიწყო, როცა მოზარდმა მეგობრებსა და ნაცნობებს უთხრა, რომ დედამისი მას გამუდმებით სცემდა და თავის გადასარჩენად გაქცევას აპირებდა და დასძინა, რომ იგი პატარძლად გაყიდეს. პოლიცია დაუკავშირდა სკოლას და აღმოაჩინა, რომ გოგონა მართლაც დაკარგული იყო, მშობლები კი არყოფნას მისამართის შეცვლის მოტივით ამართლებდნენ. თუმცა, ახსნა-განმარტებამ არ დაარწმუნა გამომძიებლები, რომლებმაც დააკავეს დედა და მამინაცვალი, რომლებსაც ჯიბეში 3800 ევრო აღმოაჩნდათ. მათ თავი იმით იმართლეს, რომ საუბარი იყო ზეთისხილის მოსავლის შემოსავალზე, მაგრამ ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა. ამასობაში სამოქალაქო გვარდიამ…

მეტი...

„ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება“ – მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს: „გამარჯობა მეგობრებო. როგორც იცით, ჩემს მიმართ, ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს, ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს, ჩემს…

მეტი...

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა შეწყვიტონ მუშაობა ზვარტნოცის აეროპორტში, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა. ,,ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები წავლენ იქიდან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს”, – თქვა მან. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ FSB-ს ოფიცრების ქმედებების შედეგად, რესპუბლიკის საზღვრები არაერთხელ გახდა „უფრო დაუცველი“.

მეტი...

რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლეთი უკრაინაში ჯარს გაგზავნის – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება, თუ დასავლური ქვეყნები უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი იქნება რუსეთ-ნატოს პირდაპირი კონფლიქტის რისკი, თუ ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთ ჯარებს გაგზავნიან უკრაინაში საბრძოლველად, პესკოვმა თქვა: ,,ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ კონფლიქტის გარდაუვალობაზე. ამ ქვეყნებმაც უნდა შეაფასონ და იცოდნენ ამის შესახებ და ჰკითხონ საკუთარ თავს, არის თუ არა ეს მათ, ისევე როგორც მათი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებში”, – თქვა პესკოვმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, მომავალში, გამორიცხული არაა. ამ თემაზე მან პარიზში, დასავლეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.…

მეტი...

NATO არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. ,,ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს საბრძოლო ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე”, – თქვა მან. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა. მაკრონის ამ განცხადებას კი მოჰყვა მუქარა კრემლიდან. პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება.

მეტი...