სოფელ კვატიაში მეწყრის გააქტიურების საშიშროებაა

აჭარის სოფელ კვატიაში მეწყრის გააქტიურების საშიშროებაა. 1989 წელს გაცემულ გეოლოგიურ დასკვნებში წერია, რომ  სოფელი კვატია გეოლოგიურად საშიშ ზონაში მდებარეობს და ეს ტერიტორია განსახლებას ექვემდებარება.

კვატიაში სულ 65 კომლი ცხოვრობს. პრობლემის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა. მათი თქმით, აქამდე თუ სოფელში პატარ-პატარა ნაპრალები იყო, ახლა რაოდენობამაც იმატა და არსებული ნაპრალებიც გაფართოვდა, ზოგიერთ ადგილას მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა.

 

მსგავსი თემები