ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭრად.

როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ამბობს, კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია.

,,შეიძლება ითქვას, რომ, სულ მცირე, რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,” – აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.

მსგავსი თემები