“უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება“ – იენს სტონტელბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ეს კომენტარი მან გააკეთა იმ ცნობის ფონზე, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, შესაძლოა, განიხილავდეს საკუთარი ჯარების გაგზავნას ქვეყანაში, რომელიც მესამე წელია, იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატოს წევრები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. „ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გავზარდეთ ძალისხმევა. მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგება ამჟამად არ იგეგმება,“ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები