„სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა“ – უგულავა გახარიას

„იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში“, – ამ განცხადებას გიგი უგულავა „რეაქციაში“ გააკეთა და გახარიას გუნდის მოწოდებას აკრიტიკებს, რომლებიც „ოცნებას“ სააკაშვილის ციხეში გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ.

როგორც უგულავა ამბობს, გახარიას მოწოდება „ნაცობის კომპლექსს“ უკავშირდება.

ნებისმიერ ოპოზიციას ეხება ეს, სანამ კომპლექსი გექნება, რომ დაგიძახებენ ნაცს, მანამდე შენგან არაფერი გამოვა. ავიღოთ გახარია – 9 პროცენტიდან 3 პროცენტამდეა ჩამოვარდნილი, არის ადამიანური რაღაცები, რაზეც პოლიტიკურად არ უნდა გააკეთო. იმის გამო, რომ შენ კომპლექსი გაქვს, რომ ნაცი არ დაგიძახოს კობახიძემ, გამოდიხარ ამხელა კაცი და იძახი, ის ადამიანი გადაიყვანეთ საავადმყოფოდან ციხეში – ჩვეულებრივი ადამიანის თვალით შეხედე, კაცი საავადმყოფოშია და ითხოვ ციხეში გადაიყვანეო, ამის მერე დედას ხომ შეგაგინებს.
ვისაც უნდა, რომ ციხეში გადაიყვანოს, ის არის გულღრძო ქოცი და გახარია იმისთვის არის კიდევ უფრო მეტი მოღალატე, ვიდრე სააკაშვილი არის მტერი,“ – ამბობს უგულავა.

 

მსგავსი თემები