რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა შეწყვიტონ მუშაობა ზვარტნოცის აეროპორტში, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა.

,,ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები წავლენ იქიდან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს”, – თქვა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ FSB-ს ოფიცრების ქმედებების შედეგად, რესპუბლიკის საზღვრები არაერთხელ გახდა „უფრო დაუცველი“.

მსგავსი თემები