NATO არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

,,ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს საბრძოლო ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე”, – თქვა მან.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა.

მაკრონის ამ განცხადებას კი მოჰყვა მუქარა კრემლიდან. პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება.

მსგავსი თემები