რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8

რუსეთის მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღის განმავლობაში რუსებმა 59 თავდასხმა განახორციელეს სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებსა და დასახლებებზე. დაფიქსირდა 296 აფეთქება”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ ხოტინის თემში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, სერედინო-ბუდას თემში კიდევ ორი ​​ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

მსგავსი თემები