ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფება. ვიზიტის შესახებ ინფორმაცის თავად უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
“საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო. შარშან, ჯიდაში მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, – წერს ზელენსკი.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი საკითხია ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული ადამიანების დაბრუნების საკითხის განხილვა.