გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

,,თბილისი-ფოთის მატარებელი იყო. მამაკაცს ხიდისთავთან დაეჯახა. გარდაცვლილი 34 წლისაა“, – უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “მოზაიკას”.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები