ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას The Ajara Times ავრცელებს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც ჩიქოვანი იყენებს, სანომრე ნიშნები მოხსნეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ მართავდა საჭეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

მსგავსი თემები