მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული.

,,პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან შორს, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

შეხვედრა, სადაც მსოფლიოს ყველა ლიდერი იქნება წარმოდგენილი, კობახიძე არ დაეწრება, თუმცა იქ უკვე ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე ისე გაემგზავრა, რომ მთავრობისთვის ნებართვა არც ამჯერად უთხოვია.

შეგახსენებთ, მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი თემები