„არ ვაპირებ დამალვას“ – დეკანოზი პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის არ იმალება.

„სამჯერ იყო სატელეფონო ზარი ჩემთან საპატრიარქოდან და სამივეჯერ ვიყავი უცხოეთში. დღეს ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში და დღეს ვერ გამოვცხადებოდი საპატრიარქოში. მე არ ვიმალები. მესმის, რომ მათ აქვთ ჩემთან ძალიან  ბევრი პრეტენზია. დიდი სურვილით მოვისმენდი მათ პრეტეზიებს, მაინტერესებს რომელ ჩემს განცხადებასთა დაკავშირებით ჰქონდათ განსაკუთრებული რექაცია. ჩემი განცხადებები დამალული არასდროს ყოფილა.

როდესაც ერთ-ერთ მამაოს ვკითხე, რომელი ჩემი განცხადების გამო მოხდა ეს, თუ არ ვცდები ერთი იყო შობასთან დაკავშირებით, როდესაც ლირიკული გადახვევით გავაკეთე განცხადება, როგორი უკუღმართები ვართ, 7 იანვარს ვგალობთ „ოცდახუთსა დეკემბერსას“-მეთქი. ეს იყო ლირიკული გადახვევა.

შეიძლება ჩემი პოზიცია ვიღაცას არ მოეწონის, მაგრამ, განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეგვეძლოს. მე ვიმყოფები უცხოეთში, ჩამოვალ საქართველოში, როგორც კი დამიბარებენ, ვაპირებ იქ მისვლას და ჩემი პოზიციების დაფიქსურებას“ – განცხადა მამა პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ სინოდმა საპატრიარქოს მიმართა, დროებით მამა პეტრეს მღვდელმოქმედება შეუჩეროს.

სინოდი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მღვდელოქმედება დროებით შეუჩეროს

მსგავსი თემები