„აქ მინდა, კარგი ადგილია და აქედან ვიფრენ, არ გამოვა“ – პარაპლანით ფრენა მკაცრდება

პარაგლაიდინგის ფედერაცია ვალდებულია, პარაპლანით ფრენის სერთიფიცირებული მფრინავები წელიწადში 4-ჯერ შეამოწმოს. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ აღნიშნა, ადრე როგორც იყო, აქ მინდა და აქედან ვიფრენ, არ გამოვა.

„ფედერაციას აქვს ვალდებულება, შემოწმება წელიწადში ოთხჯერ განახორციელოს – 2 გეგმიური და 2 არაგეგმიური. პრინციპი, რომ იქ მინდა, კარგი ადგილია და ვიფრინავ, ახლა არ არის. თუ იქ გინდა და კარგი ადგილია, მივდივართ, ვამოწმებთ, ამ ადამიანმა ამ მიწაზე ფრენების უფლება უნდა მოიპოვოს. აქ მომეწონა და აქედან დავფრინავ არ იქნება – ეს არის საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი აზრი“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, 1 წლიანი ფრენის გამოცდილება საკმარისი არ იქნება კომერციული ფრენების განსხორციელებლად.

„საკანონმდებლო მუშაობის შედეგი არის ის, რომ ერთ სტანდარტზეა პილოტების კვალიფიკაციის საკითხი. ადამიანი, რომელიც 1 წელია დაფრინავს და მეორე დღეს გადაწყვეტს, რომ კომერციული ფრენები დაიწყოს, მსგავსი რამ არ იქნება. შესაბამისად, რისკები იმისა, რომ ვიღაც დაშავდება, დაზაინდება, შემცირებულია. ადგილები, საიდანაც ფრენები განხორციელდება, მკარად კონტროლდება და ირჩევა. შესაბამისად, ადგილი, რომელიც გარკვეულ ხიფათს აჩენს, სერთიფიცირებას ვერ გაივლის და იქიდან ფრენები არ განხორციელდება, არ გამოვა“ – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები