კორპუსში, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მეზობლების თანხმობით იქნება დასაშვები

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. აღნიშნული პროექტი, პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

მსგავსი თემები