,,პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში… მიიღო მოწვევა და აპირებს მონაწილეობას” – ადმინისტრაცია

,,პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში… მიიღო ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას”, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაპირველად გავრეცლდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე წერილი არ შესულა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. ახალი პრემიერი კი მიუნხენში არ ჩავა.

სპიკერების სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებგვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.

მსგავსი თემები