უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა, რის გამოც, სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

,,მტერი უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ენერგეტიკოსები შედეგების აღმოფხვრასა და აღჭურვილობის მუშაობის აღდგენაზე მუშაობენ.

მსგავსი თემები