გვაქვს თხოვნები ევროპელ პარტნიორებთან, რომ ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ გამბედავი გადაწყვეტილების მიღებაში – ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებს სთხოვენ ხელი შეუწყონ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება.

,,ძალიან სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მიმართულებითაც გვაქვს თხოვნები ჩვენს მეგობრებთან, ევროპელ პარტნიორებთან, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ ამ გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მის ინტერესებშიც შედის. მას შეუძლია იყოს ისტორიის სწორ მხარეს მაშინ, როდესაც კონკრეტულ დაჯგუფებას საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს და გადამწყვეტი არჩევნების წინ მიიღოს მან ასეთი გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ეს მას ევროპელი კოლეგების წინაშე გაცილებით უფრო დიდ მასშტაბში და კარგად წარმოადგენს, ვიდრე ის რომ მან მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩატოვოს წინასაარჩევნოდ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის საელჩოში, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი თემები