სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. მან ოფიციალური მიწვევა მიუნხენიდან მიიღო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე წერილი არ შესულა.

სპიკერების სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.

მსგავსი თემები