რეგულაციების შემდეგ, პარაპლანისტების რიცხვი შემცირდა

დღემდე, პარაპლანით ფრენა რეგულაციებს არ ექვემდებარებოდა. ფრენა შეეძლო ყველას, ვისაც სურვილი და საფრენი აპარატი ჰქონდა და ასე თუ ისე, ფრენაც შეეძლო. ახალი რეგულაციებით, კი პარაპლანით ფრენა კანონით რეგულირდება და მოთხოვნებიც მკაცრია.

აღნიშნული თემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე  ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ, „პარაპლანისტთა“ რაოდენობა შემცირდა.

„მთლიანობაში, საქართველოში, პარაპლანით დაკავებული ადამიანების რაოდენობა იყო 250-300. რეგულაციების შემოღების შემდეგ, ჩვენ გვყავს დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის კომერციული ფრენები, ამას ემატება 15 უცხოელი და დაახლოებით ასევე 15 ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც სერთიფიკაცია გაიარეს“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები