დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, 2021-2022 წლების პერიოდში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას”, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე…

მეტი...

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, 50 წლამდე კაცი დაიღუპა

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა. AJARATIME-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ხულოს სოფლებში მეწყრული კერები გაჩნდა

ხულოს სოფლებში მეწყრული კერები გაჩნდა. ყველაზე რთული მდგომარეობაა სოფელ წაბლანში. მოსახლეობა გახშირებულ მეწყრულ პროცესებს მაღალმთაიან აჭარაში ჰესების მშენებლობას უკავშირებს და საშიში ზონების შესწავლას ითხოვს. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ მყისიერად მოხდა ყველა დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლა გეოლოგების მიერ, რომელთა დასკვნის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მეტი...

ირანში, მაჰსა ამინის ბიძას, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანში, მაჰსა ამინის ბიძას, რომელიც დემონსტრანტების მხარდასაჭერი განცხადებების გამო დააკავეს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საფა აელს “საშინაო უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებების და შეთქმულების”, “სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდის” და “ისლამური რესპუბლიკის ლიდერის შეურაცხყოფის” ბრალდებების საფუძველზე 5 წლითა და 4 თვით და 17 დღით მიესაჯა პატიმრობა. აელი თავის სახლში 21 სექტემბერს, მაჰსა ამინის დაღუპვის პირველი წლისთავის წინ დააკავეს. Hengaw -ის ცნობით, მას სასტიკად ეპყრობოდნენ დაკავების 42 დღის განმავლობაში, სანამ წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაუშვებდნენ. შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი 2022 წლის  16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც “მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო…

მეტი...

კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა დირექტორი და კიდევ ორი ადამიანი მოკლა

ათენში, უკმაყოფილო ყოფილმა თანამშრომელმა ბერძნული გადამზიდი კომპანიის ხელმძღვანელი და ორი სხვა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ადგილობრივი პოლიციის სპიკერის, კონსტანტინა დიმოგლიდუს ცნობით, დაღუპულთა შორის European Navigation-ის მფლობელი იყო. პოლიციის თქმით 76 წლის ყოფილი თანამშრომელი შენობის სხვა ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს “მან, სავარაუდოდ, საკუთარ თავს ესროლა”. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...