ფრენები აღდგა, რა მოეთხოვებათ პარაპლანისტებს?! – ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, ფედერაციას პირველ რიგში, მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის და მათი საფრენის აპარატების ვარგისიანობის დადასტურება. მისი თქმით, ადრე ამაზე პასუხისმგებელი იყო საკუთრივ პილოტი.

,,ახლა ეს პიროვნულად ნაკლებად არის დამოკიდებული, უკვე სავალდებულოა. როგორც მანქანას ვატარებთ წელიწადში ერთხელ ტექ დათვალიერებაზე, ისე არის სავალდებულო წელიწადში ერთხელ შემოწმდეს საფრენი აღჭურვილობა. ამას აკეთებს ან ფედერაცია, ან უფლებამოსილი პირი და მერე ფედერაცია ამ პირის მიერ ჩატარებულ შემოწმებას აღიარებს”, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია პარაპლანებისთვის და პარაპლანერისტებისთვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას. არანაკლებ რთული მოთხოვნები აქვთ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებმაც ფრენა უნდა ასწავლონ.

ფრენები აღსდგა, რა მოეთხოვებათ პარაპლანისტებს – ირაკლი კაპანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები