ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

დაზარალებულები, ოთხი კაცი და ორი ქალი, რომელთა ასაკი 14-დან 71 წლამდე იყო, გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოებში. ერთ-ერთი მათგანი, 34 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიცია ამბობს, რომ სროლა არ იყო შემთხვევითი და რომ კამათი ორ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მატარებლის ვაგონში დაიწყო. მას შემდეგ რაც მატარებელი სადგურში შევიდა ერთ-ერთმა პრიმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. დაზარალებულების ნაწილი კამათში მონაწილეობდა.

მსგავსი თემები