,,ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება” – ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამერიკელ სენატორებს მადლობას უხდის.

,,შეერთებული შტატების შემდგომი დახმარება საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარებას აერთიანებს და ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

მსგავსი თემები