შტატები ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს – ბაიდენი

აშშ ღაზის სექტორში 6-კვირიან ზავს ითხოვს. ჯო ბაიდენის თქმით, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ექვსკვირიან ზავზე შეთანხმება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო გრძელვადიანი ზავის მისაღწევად.

,,ჩვენ არ შეგვიძლია ვიდგეთ და ნება დავრთოთ, რომ ეს გაგრძელდეს. ჩვენ ახლავე გვჭირდება ზავი. ეს ომი უნდა დამთავრდეს”, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულას თეთრ სახლში შეხვდა. მათი საუბარი შეეხებოდა რეგიონში მიმდინარე სიტუაციას, ღაზის ჰუმანიტარულ საჭიროებებს და ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორის სამხრეთში.

მსგავსი თემები