ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი „ნატვრის ხის” გმირად დარჩება – პატრიარქი სოსო ჯაჭვლიანზე

,,ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი „ნატვრის ხის” გმირად დარჩება”. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის გარდაცვალება.

„კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს.

მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, – ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, – მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი თემები