რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პარაპლანისტი?!  

16 იანვრიდან, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა, თუმცა, რეგულაციები გამკაცრებულია. თუ ადრე „მფრინავებსა“ და მათ საფრენ აპარატებს არავინ ამოწმებდა, როს გამოც არერთხელ დადგა უბედური შემთხვევა, ამჯერად ფრენები გარკვეულ რეგულაციებში ექცევა. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“   პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა.

„მთავარია პილოტების კვალიფიკაციის დადასტურება; მათი საფრენი აპარატის ვარგისიანობის დადასტურება; იმ ადგილების გადამოწმება,  შემოწმება და შესწავლა, სადაც ფრენები უნდა ხორციელდებოდეს; საფრენი აპარატების ტიპების განსაზთვრა და 2 სახელმწიფო რესურსის ამ საქმისთვის გამოყოფა. ერთი – ეს არის საჰაერო სივრცე და მეორე მიწა, საიდინაც ეს ფრენები უნდა ხორციელდებოდეს. ფედერაციას კი პირველ რიგში მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის დადასტურებს და მათი საფრენი აპარატის ვარგისიანობის დადასტურება. ადრე კი ამ ნაწილზე პასუხისმგებელი იყო უშუალოდ პილოტი. არანაკლებ რთული მოთხოვები აქვთ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებმაც ფრენა უნდა ასწვალონ. რაც შეეხება ადგილებს, სადაც შესაძლებელია ფრენების განხორციელება, ახლა, ასეთი 3 ადგილია – ბაკურიანი, ანანური და გუდაური“ – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, პარაპლანისტებისთვის მოქმედი რეგულაციები უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო ნორმებს. ეს ნიშნავს, რომ მათ საკუთარი ფრენებისთვის გამოყოფილი ექნებათ „ჯ კლასის“ საჰაერო სივრცე. ასევე, აღნიშნული იქნება ობიექტები, სტრატეგული თუ სხვა, რომლის პერიმეტრზე ფრენა არ შეუძლება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მომხდარი უბედური შემთევევბის გამო, საქართველოში პარაპლანით ფრენა აკრძალული იყო.

 

მსგავსი თემები