„აშშ უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით ეხმარება, ვიდრე ნატო“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მეტი დაფინანსებით ეხმარება, ვიდრე ნატო და ეს მაჩვენებელი უნდა გათანაბრდეს:

„უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით ვეხმარებით, ვიდრე ნატო. ხელისუფლებაში არავინ გვყავს, ვისაც ისინი პატივს სცემდნენ, შესაბამისად, ისინი დაჟინებით ცდილობენ გაცილებით ნაკლები იხადონ, ვიდრე ჩვენ. ეს არასწორია. ნატო ჩვენთან უნდა გათანაბრდეს, და ახლავე. ამას გააკეთებენ, თუ სწორად ვთხოვთ. თუ არა, მაშინ ამერიკა უპირველეს ყოვლისა…

როდესაც 20 ქვეყანას, რომელიც თავის სამართლიან წვლილს არ იხდიდა, ვუთხარი, რომ უნდა გადაიხადონ, ვუთხარი, რომ ამის გარეშე აშშ-ის სამხედრო დაცვა არ ექნებოდათ, ფული წამოვიდა. ამდენი წლის შემდეგ, როდესაც აშშ ანგარიშებს იხდიდა, ეს მშვენიერი სანახაობა იყო. მაგრამ ახლა, როდესაც არ შემიძლია თქმა: “უნდა გადაიხადოთ”, ისინი ძველ ჩვევას დაუბრუნდნენ” – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები